წინ ფინალური ოთხეულია

დასრულდა ხელბურთელ ქალთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული, სამწრიანი ტურნირი. ბოლო დღეს თბილისის პეგასმა დაამარცხა წყალტუბო (25-10) და აჭარა (20-6), ყვარელმა 36-26 მოუგო თბილისის მამულს. 27-28 მაისს დანიშნულია ოთხთა ფინალი. ნახევარფინალში თამაშობენ ყვარელი-წყალტუბო და პეგასი-მამული. 

ყვარელმა, რომელიც შარშანდელი ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებულია,  15 მატჩიდან 14 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფურ ტურნირზე. მეორეზეა პეგასი, მესამეზე – 2014 წლის გოგონათა ჩემპიონი მამული, მეოთხეზე – წყალტუბო.  

ქალთა ეროვნული პირველობა პირველად იმართება 2006 წლის შემდეგ და ამ შეჯიბრებას არც მანამდე ჰქონია უწყვეტი ისტორია. შეჯიბრებაში 6 გუნდი მონაწილეობდა და ხელბურთელთა აბსოლუტური უმეტესობა ახალგაზრდული ასაკის იყო. ქალთა ჩემპიონატი აუცილებლად გახდება ყოველწლიური და მას ასაკობრივი პირველობებიც დაემატება.

ტურნირმა გამოავლინა რამდენიმე ახალი კანდიდატი 19-წლამდელთა ნაკრებისთვის და უმცროსი ასაკის, ჩვიდმეტწლამდელთა გუნდიც საქართველოს ამ ჩემპიონატის მონაწილეებისგან დაკომპლექტდება. 2017 წელს ქალთა სწორედ ორი ასაკობრივი ნაკრები, 17 და 19-წლამდელები ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე და შორს არც ის დროა, როდესაც ეროვნული ნაკრებიც ჩაერთვება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების კვალიფიკაციაში.

რაც შეეხება უახლოეს სანაკრებო გეგმებს. 3 მაისს ახალგაზრდული ნაკრები მიემგზავრება  საწვრთნელ შეკრებაზე ურეკში, ხოლო ივლისის დასაწყისში ითამაშებს გიოტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე ცხრამეტწლამდელთ შორის. ტურნირზე ევროპის ყველა უძლიერესი ნაკრები გამოვა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიქალებიმესამე წრე26-28 აპრილიარენა 2

28 აპრილი

პეგასი – წყალტუბო 25-10

პეგ: ჯიქურაშვილი – ჩოგოვაძე 10, ჩოხელი 4, სარაჯიშვილი 4, შოშიტაშვილი 3,  ჩხაიძე 2, გაგნიძე 2, მორჩაძე, ქებაძე

წყ: ჩავჩიძე,  ნ. ჯიქია – ჯიშკარიანი 4, ჩირგაძე 3, ჯავახაძე 3, კალანდაძე, ფანცხავა, ჯიმშელეიშვილი,  დარსაველიძე, ქ. ჯიქია, ლაღაძე

ყვარელი – მამული 36-26

ყვ: გუბელაძე, ტოჩილაშვილი – ფუღიაშვილი 11, თეთრაშვილი 8, ს. იორდანიშვილი 6, ქიტესაშვილი 6, თ. იორდანიშვილი 5, მიხელიძე, კორახაშვილი, არაბული

მამ: არაბაჯევი – ყველაშვილი 9, ღვალაძე 7, გიორგაძე 6, შახულოვი 2, იაშვილი 1, ხონელიძე 1, ჯავახიშვილი, დანელია

აჭარა – პეგასი 6-20

აჭ: ქარჩავა – დოლიძე 3, ხოხბა 1, ქამაშიძე 1, ვასაძე 1, მურუსიძე, კომახიძე, ღოღობერიძე, საფარიძე, გაბეჩავა, გუჩმანიძე

პეგ: ჯიქურაშვილი – ჩოხელი 9, გაგნიძე 3,  ჩოგოვაძე 3, სარაჯიშვილი 2, ჩხაიძე 2, შოშიტაშვილი 1,  ქებაძე, კახაია, სალუქვაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი,  გ. სამყურაშვილი დელეგატი: ლ. მარგიანი

15 თამაშიდან: ყვარელი 28 ქულა, პეგასი 24, მამული 18, წყალტუბო 12 – აჭარა 4, ფოთი 4

 #  გუნდი თამ
 სხვ
ქულა
 1  ყვარელი 15 +160 28
 2  პეგასი
15 +116 24
 3  მამული 15 +42 18
 4  წყალტუბო 15 -66 12
 5  აჭარა 15 -132 4
 6  ფოთი 15 -120 4

 

 

 

 

 

 

ნახევარფინალი. 27 მაისი, თბილისი

ყვარელი-წყალტუბო, პეგასი-მამული

ფინალი 28 მაისს

Leave a Reply