ყვარელმა საშუალედო პირველობა გაინაღდა
სპორტკომპლექს არენაში განახლდა ხელბურთში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. პირველივე მატჩში ყვარელმა 30-28 დაამარცხა უახლოესი მდევარი პეგასი და სამწრიანი ტურნირის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა. 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.
ოთხეული უკვე გარკვეულია – ყვარელი, პეგასი, მამული, წყალტუბო. გასარკვევია, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, პეგასი თუ მამული. მათი მატჩი ხვალ გაიმართება 13:20 საათზე, თუმცა, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ორი თბილისური გუნდი ნახევარფინალში შეხვდება ერთმანეთს, მეორე წყვილი ყვარელი-წყალტუბო იქნება.
ყვარელი 2 ქულით უსწრებდა პეგასს, ხოლო პირად თამაშებში თანაფარდობა იყო (22-19, 19-24). შესაბამისად, თბილისელებს პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდათ და თამაშიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ორივე გუნდს ნაკრების თითო ხელბურთელ აკლდა (ყვარელს – კუნელაშვილი, პეგასს – ვენეცკი). კახელებმა მოიგეს ტაიმი (19-15). მეორეში პეგასმა შეძლო მეტოქის დაწევა, თუმცა, წინ გასვლა ვეღარ მოახერხა. დარიგდა ორ-ორი წითელი ბარათი, ხოლო ყვარელმა თინა ქიტესაშვილის ლიდერობით (11 გოლი), მაინც მოახერხა მოგება, ხოლო დღის ბოლო მატჩში აჭარის გუნდიც დაამარცხა, 27-13 და პირველი ადგილიც გაინაღდა ცამეტიდან 12 მოგებით.
წყალტუბოს პრომეთემ ბოლო წამებზე დაამარცხა თბილისის მამული, 31-30. თბილისელებს ორჯერ ჰყავდათ მეტოქე დამარცხებული ამ სეზონში (33-20, 28-21), მაგრამ დღეს აკლდათ საქართველოს ნაკრების მეკარე ვარდიშვილი. ანა ყველაშვილმა, რომელიც პერსონალურად იყო აყვანილი, მაინც გატანა 12 გოლი და დასრულებამდე წუთით ადრე მამულმა თითქოს გატეხა მეტოქე, მაგრამ ბოლო, მე-60 წუთზე ჯიშკარიანმა და ჯავახაძემ გაათანაბრეს (30-30), თბილისელთა ბოლო შეტევა მოიგერია მეკარე ჩავჩიძემ, ჯულია ჩირგაძე წავიდა სწრაფ გარღვევაში და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
მეორე დღის მთავარი მატჩია პეგასი-მამული.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ქალები. მესამე წრე. 26-28 აპრილი, არენა 2
26 აპრილი
პეგასი – ყვარელი 28-30
პეგ: ჩაჩუა, ჯიქურაშვილი – ჩოხელი 7, ჩოგოვაძე 7, ბერიძე 6, შოშიტაშვილი 3, სარაჯიშვილი 3, მორჩაძე 2, გაგნიძე, ქებაძე, ჩხაიძე
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 5, ა. ფუღიაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 3, მიხელიძე 3, თ. იორდანიშვილი 2, კუპატაძე 2
მამული – წყალტუბო 30-31
მამ: არაბაჯევი – ყველაშვილი 12, შახულოვი 6, ღვალაძე 6, იაშვილი 4, წერეთელი 1, ხონელიძე 1, დანელია, გოგიჩაიშვილი
წყ: ნ. ჯიქია, ჩავჩიძე – ჯიშკარიანი 10, ჯავახაძე 9, კალანდაძე 6, ფანცხავა 2, ჯიმშელეიშვილი 2, ჩირგაძე 2, დარსაველიძე
ყვარელი – აჭარა 27-13
ყვ: ტოჩილაშვილი – მიხელიძე 11, ქიტესაშვილი 8, თ. იორდანიშვილი 4, თეთრაშვილი 3, ფუღიაშვილი 1, კუპატაძე, კორახაშვილი, არაბული
აჭ: ქარჩავა – ვასაძე 6, დოლიძე 4, ქამაშიძე 2, კომახიძე 1 ხოხბა, მურუსიძე, საფარიძე, გაბეჩავა, ღოღობერიძე, გუჩმანიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე, დელეგატი: ლ. მარგიანი
—
მდგომარეობა: ყვარელი 24 ქულა (13 თამაშიდან), პეგასი 18 (12), მამული 16 (12), წყალტუბო 10 (12), აჭარა 4 (12), ფოთი 4 (15)
ფოთის გუნდს მესამე ტურის ყველა თამაშში წაგებები ჩაეთვალა წაგება.
4 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ოთხეულში.
—
27 აპრილი
12:00 წყალტუბო – აჭარა
13:20 მამული – პეგასი
14:40 წყალტუბო – ყვარელი
16:00 მამული – აჭარა
28 აპრილი
12:00 პეგასი – წყალტუბო
13:20 ყვარელი – მამული
14:40 აჭარა – პეგასი
ფოტო: თინა ქიტესაშვილი, ყვარელი და საქართველოს ნაკრები