სტუ ისევ ლიდერია

ხელბურთის ეროვნულმა ჩემპიონატმა ხელვაჩაურიდან თბილისში, სპორტკომპლექს არენაში გადმოინაცვლა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მძიმე თამაშში 31-30 მოუგო სამტრედიას და ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო ქუთაისმა დაამარცხა ქარიშხალა, 34-31. 

ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე არ გაირკვა. სტუ-მ 14 ქულა დააგროვა, პირადი მოებით გაუსწრო ბათუმს და თამაში მარაგში აქვს. ხუთშაბათს საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის გუნდს შეხვდება, რომელიც ფინალურ ოთხეულში გასასვლელად იბრძვის და დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ხუთშაბათსვე ითმაშებენ სამტრედია და ქარიშხალა.  

ამ ორი მატჩის შემდეგ კი ჩემპიონატში პაუზა იქნება 19 აპრილამდე. ამ შუალედში თბილისში ორი ოფიციალური სანაკრებო ტურნირი უნდა გაიმართოს. ეროვნული პირველობის რეგულარული სეზონი დასრულდება მაისში და მაისშივე  4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გაარკვევს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

3 მარტი, თბილისი, არენა

სტუ-სამტრედია 31-30

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – კობახიძე 8, ორჯონიკიძე 6, სტურუა 5, არსენაშვილი 5, ჭელიძე 5, ჯორბენაძე 1, ი. სამიტაშვილი 1, ოსიყმაშვილი

სამ: ა. სამიტაშვილი, ხონელიძე – გიორგაძე 10, სიმონია 8, თევზაძე 5, გოგოლაძე 4, ნიკურაძე 2, ხაჟომია 1, ღაღანიძე, ვ. ზურაბიანი

ქარიშხალა-ქუთაისი 31-34

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 10, ბულბულაშვილი 7, გ. ფერაძე 6, მამულაშვილი 3, საჯაია 3, ჭინჭარაძე 2, შევჩენკო, დემეტრაშვილი

ქუთ: სამყურაშვილი – მერკვილაძე 9, კბილაშვილი 9, რუსტამოვი 7, კვერნაძე 5, მათნაძე 2, ჩიხლაძე 1, გრიშიკაშვილი 1, უ. კობახიძე, ჯუღელი

მსაჯები: მიშჩუკი, როჟკოვი (უკრაინა)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, თ. თევზაძე.

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

სტუ———–8—7—0—1—282-251-14

BSB ბათუმი–9—7—0—2—290-226-14

პეგასი———9—6—0—3—281-286-12

სამტრედია—8—5—0—3—302-254-10

ქუთაისი——8—5—0—3—273-277-10

ქარიშხალა—-8—2—0—6—285-303–4

თელავი——-9—1—1—7—249-282–3

ფოთი———9—0—1—8—295-378–1

4 მარტი, თბილისი, არენა

14:00 ქარიშხალა-სამტრედია 16:00 სტუ-ქუთაისი

Leave a Reply