გოგონათა ნაკრების სამი ტურნირი
ევროპის ღია პირველობაზე, გიოტებორგში, 4-8 ივლისს, საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია და ფინეთი.
ასაკობრივი კატეგორიაა 18-წლამდელები. სულ ითამაშებს 18 ნაკრები. ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი მხოლოდ 17 და 19-წლამდელ გოგონებში იმართება, ხოლო ლუწ წლებში ამ შეჯიბრებას ანაცვლებს 18-წლამდელთ ევროპის ღია პირველობა, რომელიც არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი და მთავარი შეჯიბრება.
გიოტებორგში წლეულს ჩადის თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის დანია, მეორე პრიზიორი რუსეთი, ასევე შვედეთი, რუმინეთი, ნორვეგია, ესპანეთი, მონტენეგრო. ელიტიდან არ იქნებიან მხოლოდ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი უნგრეთი, სლოვენია (5 ადგილი), ხორვატია (6) და გერმანია (9) – ანუ, რეალურად გიოტებორგის ტურნირი ევროპის ჩემპიონატია 18-წლამდელებს შორის.
თუმცა, ეს ზუსტად საქართველოს გოგონათა ნაკრების ასაკია. ჩვენი გუნდის წევრთ უმრავლესობა 1988-99 წელშია დაბადებული და მათზე უფროსი მოთამაშე, უბრალოდ არ გვყავს, რის გამოც გოგონებს წლეულს კიდევ ორ ტურნირზე მოუწევთ თამაში ასაკით უფროსების წინააღმდეგ.
8-13 თბილისში IHF/EHF ქალთა თასია ცხრამეტწლამდელებში, ხოლო ამ ტურნირის დასრულებისთანავე გუნდი გაემგზავრება მონტენეგროში, სადაც ქალაქ ბელო პოლეში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაა: მონტენეგრო, უკრაინა, საქართველო. ფინალურ ტურნირზე ერთი გუნდი გადის.
ხელბურთი.ევროპის ღია პირველობა. ქალები, 18 წ
გიოტებორგი, შვედეთი. 4-8 ივლისი
A ჯგუფი:დანია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი
B ჯგუფი:რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, ფარერები
C ჯგუფი:რუმინეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, შვეიცარია, ისლანდია
D ჯგუფი:საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, ფინეთი, საქართველო
4 ივლისი. საქართველო-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო
5 ივლისი. საქართველო-ფინეთი, საქართველო-ჰოლანდია
6-8 ივლისი.1-2 ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზე გასულები – 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზე გასულები – 13-18 ადგილებისთვის
—
ხელბურთი.მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ქალები, 20 წ
18-20 მარტი, ბელო პოლე, მონტენეგრო. ფინალში გადის 1 გუნდი
18 მარტი,21:00. საქართველო-მონტენეგრო
19 მარტი.21:00. უკრაინა-საქართველო
20 მარტი,14:00 მონტენეგრო-უკრაინა
—
ხელბურთი.IHF/EHF ქალთა თასი, 19წ
8-13 მარტი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი
8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო
9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია
10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი
B ჯგუფი:ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი
8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი
9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია
10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია
11 მარტი – დასვენების დღე
12 მარტი. ნახევარფინალი
14:00 3A-4B, 16:00 3B-4A, 18:00 1A-2B, 20:00 1B-2A
13 მარტი. ფინალი
12:00 7-8 ადგილები 14:00 5-6 ადგილები, 16:00 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 მთავარი ფინალი
საქართველოს ნაკრები
12 ანა ვარდიშვილი (GK 18.08.1999 177/77 მამული)
16 ქრისტინე ჯავახია (GK 01.06.1998 175/72 ოქროს ვერძი ფოთი)
22 მარიამ ჩაჩუა (GK 30.09.1999 184/62 პეგასი)
7 თინათინ ქიტესაშვილი (LW 07.02.1999 170/58 ყვარელი)
9 თათია გადელია (RB 30.10.1998 172/66 ოქროს ვერძი ფოთი)
13 ქრისტინე ღვალაძე (LW 12.08.1998 163/55 ხკ მამული)
15 თამარ ჩოგოვაძე (LW 13.03.1998 172/55 პეგასი)
17 მედეა ჩოხელი (P 02.01.1999 177/68 პეგასი)
18 ქეთევან ვენეცკი (RW 16.07.1998 174/66 პეგასი)
19 ანა ყველაშვილი (CB 29.12.1998 170/64 მამული)
24 ჯულია ჩირგაძე (LB 14.01.2001 180/73 წყალტუბო)
29 ქეთი კუნელაშვილი (LB 22.08.1999 176/65 ყვარელი)
31 მაია ბერიძე (CB 19.05.1999 167/62 პეგასი)
39 მარიკა ჯავახაძე (P 17.08.1999 170/82 წყალტუბო)
1 თინათინ ყაველაშვილი (GK 28.03.1998 166/65 პეგასი)
10 ელისაბედ ჩხაიძე (P 14.03.2002 177/70 პეგასი)
23 ნინო გაგნიძე (RW 12.09.2002 173/56 პეგასი)
—
მთ. მწვრთნელი: გიორგი გვაზავა (1978)
მწვრთნელი: ოლექსანდრ გურსკი, უკრ (1966)
მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)
მეკარეები: ამირან კომახიძე (1951)
ფიზმომზადება: მამია ტუღუში (1941)
ექიმი: გიორგი კაზალიკაშვილი (1993)
გუნდის ლიდერი: ლანა მარგიანი (1988)