05/06/14 იმედმა მესამე ადგილი გაინაღდა

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის დღეს მესამე ადგილი გაინაღდა თბილისის იმედმა, ხოლო ჩემპიონის ვინაობას ხვალ გამოავლენს თბილისის კიდევ ორი გუნდი – ქარიშხალა და პეგასი. საჩემპიონო მატჩი 18 საათზე დაიწყება.

იმედმა დღეს იოლად დაამარცხა ფოთის გუნდი – 38:20 და ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს მესამე ადგილს, რადგანაც გორსაც და ფოთსაც პირადი მატჩი მოუგო.

ქარიშხალა და პეგასი კი წლეულს მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს და ჯერჯერობით სრული თანაფარდობაა. პირველ ეტაპზე პირველი მატჩი ფრედ, 29:29 დასრულდა, მეორე თამაში ქარიშხალამ 33:25 მოიგო და თბილისის ჩემპიონი გახდა. საგაზაფხულო ეტაპის გამარჯვებული უკვე პეგასი იყო, რომელმაც ქარიშხალას ზუსტად რვაბურთიანი რევანში აუღო – 35:29. სხვა არცერთ გუნდთან ჩემპიონატის ორ საუკეთესო გუნდს ქულები არ დაუკარგავს.

თუ გადამწყვეტი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაშინ ქარიშხალა შარშან მოპოვებულ ტიტულს შეინარჩუნებს, რადგან ფინალურ ექვსეულში ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

ფინალური ექვსეული. 2-6 ივნისი, არენა 2

5 ივნისი

ფოთი – იმედი 20:38

ფოთი: ზარგინავა – მიქაძე 8, ბიბილეიშვილი 5, ბერაია 4, ბაჯალაძე 1, გურეშიძე 1, შარტავა 1, მიქაია, ჯიქია, გვასალია, დიდია

იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი – იობაშვილი 10, ბაინაზიშვილი 6, ჰუსეინოვი 5, საძაგლიშვილი 4, მიქავა 3. მელაშვილი 3, მღებრიშვილი 3, თურქაძე 2, რუსტამოვი 1, ჯაბანაშვილი 1, დვალიძე

ქარიშხალა – გორი 39:25

გორი: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – ტარუაშვილი 6, მჭედლიშვილი 6, მურადაშვილი 5, დალაქიშვილი 3, ტიელიძე 3, ნიაზაშვილი 2, ქესანაშვილი, ღვინიაშვილი, ბეთლემიშვილი, თომაშვილი, გოზალიშვილი, სამნიაშვილი, ყანჩაველი, გახოკიძე

ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი – ფერაძე 9, არსენაშვილი 9, კბილაშვილი 7, ბულბულაშვილი 6, გოგუა 6, მამულაშვილი 2, ჭინჭარაძე, გ. კვირკველია, წიკლაური, აროშიძე, ფხაკაძე

მამული – პეგასი 21:36

მამ: დავითაშვილი, წულაია – სხვიტარიძე 7, თოდუა 5, შევჩენკო 5, ისმაილოვი 2, ტალახაძე 2, კორაშვილი, არუთინოვი, ძაგანია, სექანია, სამადაშვილი, კელაპტრიშვილი

პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 10, გოგავა 6, გაწერელია 5, ნაზღაიძე 5, მაისურაძე 5, ზარნაძე 3, კაჭკაჭაშვილი 2, ხვადაგიანი, ლაპიაშვილი, კალანდაძე, ბაბუციძე, გოგოლაძე, მამაგეიშვილი, პაპუნაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი

სამდივნო: მარი ხაჭაპურიძე, ვახტანგ ბერიაშვილი

მდგომარეობა: ქარიშხალა 8 ქულა (+56), პეგასი – 8 (+52); იმედი 4; გორი, ფოთი – 2; მამული – 0

6 ივნისი

15:00 გორი – ფოთი

16:30 მამული – იმედი

18:00 პეგასი – ქარიშხალა

 

Leave a Reply