09/04/14 პეგასი ჩემპიონია, გორი – ვერცხლის პრიზიორი
საქართველოს ჩემპიონატზე 2001-01 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის ბოლო ტურის წინ გამოვლინდა ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი.
პეგასმა 30:18 დაამარცხა ქუთაისი და მეტოქეებისთვის მუწვდომელი გახდა. პეგასს 2 ქულით ჩამორჩება გორი, მაგრამ ქულებით რომც დაეწიოს, მასთან პირადი თამაში წაგებული აქვს. თავის მხრივ, გორმა სამტრედიასთან დღევანდელი მოგების (19:17) წყალობით მეორე ადგილი გაინაღდა.
მესამე ადგილზე 8 ქულით სამტრედიაა, მაგრამ თუ ხვალ პეგასთან დამარცხდა და ფოთმა მოუგო ქარიშხალას, მაშინ ბრინჯაოს მედალს ფოთელები მოიპოვებენ სამტრედიასთან პირადი მოგების წყალობით. 8 ქულის დაგროვება ქუთაისსაც შეუძლია, მაგრამ ფოთთანაც და სამტრედიასთანაც წაგებული აქვს და მედალს ვერ შესწვდება.
მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გუნდის ორი შედეგი (ფოთთან 24:17, სამტრედიასთან 17:21) ძალაში დარჩა. ზუგდიდელებმა ამის შემდეგ შეჯიბრების გაგრძელება ვეღარ შეძლეს და დანარჩენ მატჩებში წაგება ჩაეთვალათ – 0:10.
საქართველოს ჩემპიონატი. 2000-01.
ბიჭები. საერთო ტური. 7-10 აპრილი, არენა
9 აპრილი
თელავი – ფოთი 11:25
სამტრედია – გორი 17:19
პეგასი – ქუთაისი 30:18
მდგომარეობა: პეგასი 12 ქულა (6 თამაშიდან), გორი 10 (6), სამტრედია 8 (6), ფოთი 6 (6), ქუთაისი 6 (6), ქარიშხალა 4 (6), თელავი 2 (7) ზუგდიდი 2 (7)
10 აპრილი
16:00 ქუთაისი – გორი
17:00 ფოთი – ქარიშხალა
18:00 პეგასი – სამტრედია