29/03/14 სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა
ჩემპიონთა ლიგაზე სამი მეოთხედფინალისტი უკვე გამოვლინდა – უნგრეთის ვესპრემი, გერმანიის ფლენზბურგი და ესპანეთის ბარსელონა.
ვესპრემმა და ფლენზბურგმა პირველი მატჩის წაგების შემდეგ საჭირო სხვაობით მოუგეს პოლონეთის ვისლასა და სლოვენიის ცელიეს, ხოლო ბარსელონამ მეორე თამაშშიც დაამარცხა დანიის ოლბორგი.
კვირას 4 მატჩია, ხოლო მერვედფინალი დასრულდება ორშაბათს, გერმანული ლიოვენისა და პოლონური კელცეს მატჩით.
ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე გამოსვლა დაასრულა ქართველი ხელბურთელის, რევაზ ჭანტურიას კლუბმა, ზომიმაკ სტრუმიცამ. მაკედონიელებმა მეექვსე მატჩიც წააგეს ჯგუფურ ტურნირზე – დანიის სკიერნთან – 20:31. ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა, ხოლო ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდნენ საფრანგეთის მონპელიე და პორტუგალიის სპორტინგი.
ფოტო: ბარსელონა – ოლბორგი
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. მერვედფინალის საპასუხო მატჩები
29 მარტი
ვესპრემი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31:26 (33:34)
ფლენზბურგი (გერ) – ცელიე (სლნ) 30:27 (25:26)
ბარსელონა (ესპ) – ოლბორგი (დან) 31:20 (29:22)
30 მარტი
18:45 კოლდინგი (დან) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) (17:23)
19:00 პსჟ (საფ) – ველენიე (სლნ) (28:30)
19:15 კილი (გერ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) (31:28)
20:45 ჰამბურგი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) (28:28)
31 მარტი
21:00 ლიოვენი (გერ) – კელცე (პოლ) (28:32)