28/03/14 საგაზაფხულო ეტაპი პეგასმა მოიგო
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპი მოიგო თბილისის პეგასმა, ხოლო ფინალური ექვსეულის ბოლო ორი საგზური ფოთის და გორის გუნდებმა მოიპოვეს.
დღის პირველ მატჩში ფოთმა 29:24 მოუგო თელავს და ფინალში გასლა გაინაღდა. ბოლო, მეექვსე საგზური გათამაშდა გორისა და ზუგდიდის მატჩში. გორელები 2 ქულით წინ იყვნენ და ფრეც ყოფნიდათ. ტაიმი ზუგდიდმა მოიგო 17:13. გორმა შესვენების შემდეგ მალე გაათანაბრა და ბოლომდე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლო წუთზე 27:27 იყო და ზუგდიდს ერთი შეტევაც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერ გამოიყენა, ბოლო წამებზე კი ტატო მჭედლიშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი. გორმა გაიმარჯვა – 28:27 და ფინალურ ექვსეულში მოხვდა.
ზუგდიდის მე-2 სკოლის გუნდმა, რომელსაც სპორტის მასწავლებელი, ნელი ფარცვანია ავარჯიშებს, მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ თავდადებული თამაშით ყველას მოწონება დაიმსახურა, გუნდის ორი მოთამაშე, მეკარე ხასია და გამთამაშებელი გრიგოლია კი ჭაბუკთა ნაკრების კანდიდატებს შორის მოხვდა.
დღის ბოლო ორ თამაშში პრინციპული დაპირისპირებები გაიმართა თბილისურ გუნდებს შორის. თბილისის ლიგის მესამე პრიზიორი იმედი 7 ბურთით უგებდა მამულს, შემდეგ ოთხით ჩამორჩა, ბოლოს გაათანაბრა, მაგრამ ბოლო შეტევაში მამულისა და ტურნირის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, თამაზ კორაშვილმა თავის გუნდს მოაგებინა – 32:31. იმედთან მოგების წყალობით მამულმა საგაზაფხულო ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.
პირველ ადგილზე კი გავიდა პეგასი, რომელმაც სეზონში პირველი დამარცხება აგემა საქართველოს შარშანდელ ჩემპიონსა და თბილისის ლიგის ამ სეზონის გამარჯვებულს, ქარიშხალას – 35:27. მწვრთნელ ტიტე კალანდაძის გუნდში საუკეთესო იყო გამთამაშებელი გიგა ზარნაძე – 12 გოლი.
საუკეთესო ექვსეული 25-29 აპრილს ერთ წრედ იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის. ყველაფერი თავიდან, ანუ 0 ქულიდან დაიწყება.
ფოტო: გორი-ზუგდიდი
საქართველოს ჩემპიონატი. 1998-99, ბიჭები
საგაზაფხულო ეტაპი, საერთო ტური
28 მარტი
თელავი – ფოთი 24:29
თელავი: ლილუაშვილი, ერგემლიძე – დანელიშვილი 11, კაიშაური 7, ბაჩიაშვილი 3, ყორიაული 2, გიგაური 1, საღირაშვილი, აღვინოვი, ხელაშვილი, მესხიშვილი, გაგნიძე
ფოთი: ზარგინავა – ბიბილეიშვილი 13, მიქაძე 8, ბერაია 4, ბაჯალაძე 3, ჯიქია 1, გვასალია, გურეშიძე, ლორთქიფანიძე, მიქაია, წულაია, გვასალია
ყვარელი – სამტრედია 0:10
ყვარელი არ გამოცხადდა
ზუგდიდი – გორი 27:28
ზუგდიდი: ხასია – გრიგოლია 8, ესართია 6, ძაძამია 4, ბულია 4, კუკავა 3, ხურციძე 2, კვარაცხელია
გორი: ვათიაშვილი – დალაქიშვილი 9, მჭედლიშვილი 6, ტიელიძე 4, მურადაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ტარუაშვილი 1, ქესანაშვილი 1
მამული – იმედი 32:31
მამული: დავითაშვილი, წულიაშვილი – შევჩენკო 12, კორაშვილი 9, ისმაილოვი 6, ტალახაძე 3, სხვიტარიძე 2, თოდუა
იმედი: ხარაიშვილი – ბაინაზაშვილი 9, რუსტამოვი 6, ჰუსეინოვი 6, იობაშვილი 5, საძაგლიშვილი 2, მელაშვილი 2, მიქავა 1, თურქაძე, მღებრიშვილი, დვალიძე
პეგასი – ქარიშხალა 35:27
პეგასი: ზურაბიშვილი – ზარნაძე 12, ნაზღაიძე 6, გაწერელია 6, გოგავა 5, ცხოვრებაძე 3, მაისურაძე 3
ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდაშელი – კბილაშვილი 8, ფერაძე 7, ბულბულაშვილი 4, არსენაშვილი 4, გოგუა 2, მამულაშვილი 2, ჯინჭარაძე, წიკლაური
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი
საბოლოო——მ-ფ-წ—-სხ—ქ
პეგასი ——-9-0-0 +103-18
ქარიშხალა– 8-0-1 +87-16
მამული——6-0-3 +2-12
იმედი——–6-0-3 +37-12
გორი———5-0-4 +5-10
ფოთი——–5-0-4 –20-10
———————————
ზუგდიდი –3-0-6 –34—6
სამტრედია–2-0-7 -45—4
თელავი——1-0-8 -48—2
ყვარელი —–0-0-9 -87—2
ფინალური ექვსეული ითამაშებს 25-29 აპრილს