02/11/13 ბოლო ვარჯიში ფინეთთან მატჩის წინ
ფინეთთან ხვალინდელი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა საქართველოს ნაკრებმა.
გუნდს გამოაკლდა ტრავმირებული აკაკი ტალახაძე, ხოლო განაცხადს დაემატნენ ბათუმის გამოცდილი ხაზის მოთამაშე უჩა მაისურაძე და სტუს შუამარბები – 19 წლის ზურაბ სიმონია და 17 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე.
ხვალინდელი მატჩის განაცხადში ჯორჯე რასიჩს 16 მოთამაშე ეყოლება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ხელბურთში – მასპინძელს, როგორც წესი, 16–კაციანი განაცხადი აქვს, ხოლო სტუმარ გუნდს ხშირად 14 მოთამაშე მიჰყავს სხვა ქვეყანაში. სწორედ 14 ხელბურთელით გვეწვია ფინეთის ნაკრები, რომელმაც სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრების წინ ივარჯიშა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში სპორტის სასახლეში კვირას 18 საათზე დაიწყება. ბილეთები არ გაიყიდება – შესვლა თავისუფალია. ტელერეპორტაჟს გეგმავს აფხაზეთის ხმა. ამავე დღეს ჩვენს ჯგუფში თამაშობენ თურქეთი და ლიტვა.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)
საქართველო – ფინეთი
3 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე
მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)
დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)
საქართველო
22 შოთა თევზაძე – სტიინტა ბაკაუ (რუმ) – კაპიტანი, მეკარე – 1981
16 გიგა ტორონჯაძე – სტუ – მეკარე – 1989
5 გიორგი გვაზავა – სტუ – ხაზის მოთამაშე, შუამარბი – 1978
18 უჩა მაისურაძე – ბათუმი – ხაზის მოთამაშე – 1986
28 ლევან ბერძენიშვილი – სტუ – ხაზის მოთამაშე, შუამარბი – 1986
24 რატი მსხვილიძე – სტუ – შუამარბი – 1988
7 უჩა გამზარდია – ბათუმი – გამთამაშებელი, გარემარბი – 1990
9 სერგო დათუკაშვილი – ას სადი (ლიბ) – შუამარბი – 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი – ტიმიშოარა (რუმ) – შუამარბი, გამთ. – 1989
10 ვლადიმერ რუსია – სტიინტა ბაკაუ (რუმ) – შუამარბი 1984
19 ზურაბ სიმონია – სტუ – შუამარბი – 1994
18 თეიმურაზ ორჯონიკიძე – სტუ – შუამარბი – 1996
23 რეზო ჭანტურია – სტრუმიცა (მკდ) – გარემარბი – 1982
15 ოთარ ამირანაშვილი – სტუ – გარემარბი – 1987
31 ილია გოგალაძე – სტუ – გარემარბი– 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი – სტუ – გარემარბი – 1994
მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)
მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე
ექიმი ირაკლი ლინიკი
ფინეთი
1 ვილე ნორდკვისტი
3 მირო კოლიონენი
4 იოახიმ ბრომანი
5 ოლი-პეკა კორპიმიაკი
6 ოსკარ კილსტედტი
10 ნიკო რონბერგი
14 ლეონელ-ჰენრიკ ოიალა
15 რიხარდ სუნდბერგი
19 ანტი ვალო
22 ბენი ბრომანი
29 ჰენრიკ აუერი
30 მიკაელ მიაკელა
35 ტეემუ ტამინენი
41 რობინ სიომანი
მთ. მწვრთნელი მარკო ტულანდერი
ფინეთი 2 ქულა / ლიტვა 2, თურქეთი 0, საქართველო 0
30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი: 18:00 თურქეთი – ლიტვა, 18:00 საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო
2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0
(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 – 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)
3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0
(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)
4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0
(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)
5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0
(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)
მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.
მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე