29/10/13 ნაკრები ლიტვაში გაემგზავრა
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მეორე საწვრთნელი მატჩი გუშინ არ გამართულა კონჩა-ზასპეს ბაზაზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო.
ხელბურთელთა ნაკრები დღეს დლით გაფრინდა ლიტვაში, სადაც ხვალ, 30 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს პანევეჟისში, ლიტვის ნაკრებთან.
საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობითაა – სულ ბოლოს გუნდს შეუერთდა მაკედონიის სტრუმიცას მოთამაშე რევაზ ჭანტურია, რომელმაც ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშა.
შეხვედრა პანევეჟისში 20:45 დაიწყება, რეპორტაჟს ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
თამაშის შემდეგ ხელბურთელთა ნაკრები გამოემგზავრება საქართველოში, სადაც 3 ნოემბერს მეორე მატჩია ფინეთთან. შეხვედრა სპორტის სასახლეში, 18 საათზე დაიწყება, შესვლა თავისუფალია.
შესარჩევი ჯგუფის (საქართველო, ლიტვა, ფინეთი თურქეთი, შეჯიბრება იანვარში დასრულდება) გამარჯებული გავა პლეიოფში და 2014 წლის ივნისში უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა (2014 წლის იანვარი, დანია).
საქართველოს ნაკრები
22 შოთა თევზაძე
სტიინტა ბაკაუ (რუმ)
გუნდის კაპიტანი, მეკარე
1981
16 გიგა ტორონჯაძე
სტუ
მეკარე
1989
5 გიორგი გვაზავა
სტუ
ხაზის მოთამაშე, შუამარბი
1978
28 ლევან ბერძენიშვილი
სტუ
ხაზის მოთამაშე, შუამარბი
1986
24 რატი მსხვილიძე
სტუ
შუამარბი, ხაზის მოთამაშე
1988
77 აკაკი ტალახაძე
უგუნდო
გამთამაშებელი
1983
7 უჩა გამზარდია
ბათუმი
გამთამაშებელი
1990
9 სერგო დათუკაშვილი
ას სადი (ლიბ)
შუამარბი, გამთამაშებელი
1978
14 ირაკლი ჩიქოვანი
ტიმიშოარა (რუმ)
შუამარბი
1989
10 ვლადიმერ რუსია
სტიინტა ბაკაუ (რუმ)
შუამარბი
1984
23 რეზო ჭანტურია
სტრუმიცა (მკდ)
გარემარბი
1982
15 ოთარ ამირანაშვილი
სტუ
გარემარბი
1987
31 ილია გოგალაძე
სტუ
გარემარბი
1986
8 ზურაბ აბრამიშვილი
სტუ
გარემარბი
1994
მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)
მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე
ექიმი ირაკლი ლინიკი
ოფიციალური პირები: ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი
1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი
30 ოქტომბერი: ლიტვა – საქართველო, ფინეთი – თურქეთი
3 ნოემბერი: თურქეთი – ლიტვა, საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი – ლიტვა, თურქეთი – საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა – ფინეთი, საქართველო – თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა – თურქეთი, ფინეთი – საქართველო
2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია
3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი
4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია
5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.
3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ – ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.