10/10/13 საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. გაიმართა პირველი 4 მატჩი.

1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები პირველი 20 წუთის განმავლობაში საკმაოდ გაუძალიანდა თბილისის იმედს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე 8 ბურთით ჩამორჩა – 13:21. ჭაბუკებმა, რომლებიც სპეციალური პროგრამით ემზადებიან 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს, 30:35.

თელაველებმა სამი ვეტერანის, მოთამაშე-მწვრთნელ ანდრო ანდრიაშვილის, ალეკო გიორგელაშვილისა და გიორგი სვიმონიშვილის წინამძღლობით, პირველი ტაიმი 14:12 მოუგეს ქუთაისს, მაგრამ, მეორის დაწყებისთანავე უფრო ახალგაზრდულმა ქუთაისურმა გუნდმა თამაში გარდატეხა და 30:26 მოიგო.

სამტრედია, რაც შეეძლო, გაუძალიანდა ქვეყნის ჩემპიონ სტუ-ს, ტაიმი მხოლოდ ორი ბურთით წააგო და თამაში შვიდით – 34:41.

პირველ ტაიმში ბრძოლა იყო შარშანდელ პირველობის ვერცხლის პრიზიორ ბათუმსა და თბილისის პეგასს შორის – 15:12 ბათუმის სასარგებლოდ. პეგასის ორმა ვეტერანმა და მოთამაშე მწვრთნელმა, ლევან გელაშვილმა და ტიტე კალანდაძემ ჯამში 16 გოლი გაიტანა, მაგრამ ბათუმი შესვენების შემდეგ სწრაფად დაწინაურდა. მათ შორის გამოირჩეოდა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი წივწივაძე (11 გოლი), ხოლო საუკეთესო იყო მარჯვენა გარემარბი ნიკოლოზ ჯორბენაძე – რომელიც, ძირითადად სწრაფი შეტევებისა და შვიდმეტრიანების ხარჯზე, 16 გოლით პირველი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პარასკევს სპორტკომპლექს არენაში მორიგი 4 მატჩია. დასაწყისი 13:30 საათზე.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

პირველი დღე, 10 ოქტომბერი. სპორტკომპლექსი არენა

 

 

იმედი – ჭაბუკთა ნაკრები 35:30

იმე: მღებრიშვილი, ლორია – გ. იობაშვილი 10, ბეჟანიშვილი 5, გ. ხანდოლიშვილი 5, ალანია 5, რუსტამოვი 3, გიორგაძე 3, მძელური 2, თაბაგარი 1, ჩიკვილაძე 1, წიკლაური, გოთოშია, ი. კალანდაძე, ჩაკვეტაძე (მწ. გ შარანგია)

ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ზურაბიშვილი – კბილაშვილი 7, არსენაშვილი 5, გაწერელია 5, ბულბულაშვილი 4, ბაინაზაშვილი 4, ზ. იობაშვილი 2, გოგავა 1, ნაზღაიძე 1, მაისურაძე 1, ფერაძე, ბიბილეიშვილი, ჰუსეინოვი (მწ. დ. აბესაძე)

ქუთაისი – თელავი 30:26

ქუთ: გულეიშვილი, შიშინაშვილი – გ. კვერნაძე 10, ჩიხლაძე 7, ჟვანია 5, მამასახლისი 4, მათნაძე 3, კობახიძე 1, ლომიძე, ახალაძე, ჯუღელი, ბახტურიძე, ი.კვერნაძე (მწ. გ. თავხელიძე)

თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – გიორგელაშვილი 6, ანდრიაშვილი 5, მღებრიშვილი 5, გ. სვიმონიშვილი 3, ბეჟაშვილი 3. ი. სამიტაშვილი 1, მაისაშვილი 1, ცისკარიშვილი 1, იაგორაშვილი 1, ბიწკინაშვილი, დიდებაშვილი, ნ. სვიმონიშვილი (მწ. ა. ანდრიაშვილი)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

სტუ – სამტრედია 41:34

სტუ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – სურმავა 7, აბრამიშვილი 6, გოგალაძე 6, სიმონია 6, გვაზავა 5, გოგოლაძე 3, გრიშიკაშვილი 3, მსხვილიძე 2, ამირანაშვილი 1, სტურუა 1, არსენიშვილი 1 ბერძენიშვილი, ორჯონიკიძე, ხიდეშელი (მწ. ი. კეკელიძე)

სამ: ხონელიძე, კიკნაძე – წითელიშვილი 7, თევზაძე 6, გ. ნიკურაძე 6, ავალიანი 5, ხვიჩია 3, ჯ. ნიკურაძე 3, ხაჟომია 2, გაგლოშვილი 2, ელგანდაშვილი, სიხარულიძე, ზურაბიანი (მწ. გ. ხელისუფალი)

ბათუმი – პეგასი 41:31

ბათ: სამყურაშვილი – ჯორბენაძე 16, წივწივაძე 11, გამზარდია 4, ქარდავა 4, მაისურაძე 2, ყაველაშვილი 1, ჭანტურია 1, ვინოგრადსკი 1, ხუნჯუა 1, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ი. ნარსია, ჭელიძე (მწ. მ. ჭანტურია)

პეგ: ცინცაძე, გონჩაროვი – გელაშვილი 9, ტ. კალანდაძე 7, ა. ცხვარაშვილი 7, ლობჟანიძე 2, ნატროშვილი 2, დ. ნარსია 2, ქუთათელაძე 2, აბჟანდაძე, დემეტრაშვილი, დიხამინჯია, სახვაძე, ბაძაღუა, აბულაძე, კოხრეიძე (მწ. ლ. გელაშვილი)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი – ბათუმი

14:50 სამტრედია – იმედი

16:10 პეგასი – ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები – სტუ

 

Leave a Reply