საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
საქართველოს 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა თელავის სპორტის სასახლეში EHF-ის ჩემპიონატის (Men’s 18 EHF Championship II) მეორე ჯგუფში ასპარეზობა წაგებით 28:35 დაასრულა, მაგრამ მიზანი მიღწეულია. ჩემპიონატის ფინალში გასვლით პირველ დივიზიონში (Championship I) ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპისკენ მიმავალ გზას ამოკლებს.
საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდა, ვისთანაც ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში 35:32 მოგებული ჰქონდა, მაგრამ დღეს, ჩემპიონშიპ II-ის ერთგვარ ფინალში მეტოქემ რევანში აიღო და ბოლოს გამარჯვების ნიშნად სინიც აღმართა.
შოთა თევზაძის და გიორგი ქობელაშვილის გუნდი მართალია ბულგარეთთან მეორე შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ უმთავრეს მიზანს მაინც მიაღწია – სახელბურთო იერარქიაში ბულგარეთთან ერთად მნიშვნელოვანი საფეხურით დაწინაურდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, 10 გატანილი გოლით, ნიკოლოზ მამულაშვილი აღიარეს მოგვიანებით კი, როდესაც ტურნირის ერთგვარი სიმბოლური გუნდიც დასახელდა, მამულაშვილი მეორედ წარდგა როგორც საუკეთესო მარცხენა ინსაიდი.
სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრებიდან ასევე შევიდნენ ვანო გურგენიძე, როგორც საუკეთესო ხაზის მოთამაშე, და ვახტანგ ხარებაშვილი, როგორც საუკეთსო მარჯვენა ინსაიდი.
საუკეთესო მეკარედ დასახელდა კოსოვოელი არტ სელაჩი, მცველად – ბულგარელი ივო ივანოვი, მარცხენა კუთხედ – ბელგიელი ერნო დე ნოველისი, გამთამაშებლად ასევე ბელგიელი ტიბ ფირსი, მარჯვენა კუთხედ კვიპროსელი ანასტასიოს ფტერაკიდესი, 56 გოლით ტურნირის ბობმარდირი და ასევე საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა ბულგარელი დანიელ ივანოვი.

საქართველო 28:35 ბულგარეთი
საქართველოს ნაკრები: გიორგი კენჭაძე (4 მოგერიება), საბა დიასამნიძე (1 გოლი, 3 მოგერიება), გიორგი ქევხიშვილი (1 მოგერიება); ნიკოლოზ მამულაშვილი (10), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ ბიბლაია (4), გიორგი კაპანაძე (4), საბა შუბაშიშვილი (1), ალექსანდრე ბოჟაძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, დემეტრე თორია, შოთიკო ახვლედიანი, ანადრია ბურჯალიანი, ვანო გურგენიძე
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა
M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)
- ბულგარეთი
- საქართველო
- ბელგია
- კოსოვო
- კვიპროსი
- დიდი ბრიტანეთი