ლეგიონერები/გიორგი ცხოვრებაძემ 10 გოლი გაიტანა, ირაკლი კბილაშვილმა – 4

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

ტარვმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (“ოჰრიდი”), ერეკლე არსენაშვილი (“ტრამბლე”), გიორგი დიხამინჯია (“აკიურეირი”), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“). არ უთამაშია „ექს ან პროვანსის“ მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძეს.

პრემიერ ლიგის საჩემპიონო წრის მეექვსე ტურში „ზაგრებს“ გამარჯვებისკენ გაუძღვა გიორგი ცხოვრებაძე. ხორვატიის მოქმედი ჩემპიონის ქართველმა ლეგიონერმა „დუგო სელოსთან“ მოგებულ გასვლით შეხვედრაში (29-40) ათი მცდელობიდან 10 გოლი გაიტანა (100-პროცენტიანი მაჩვენებელი) და 8 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. ცხოვრებაძე ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.  

წარმატებული ტური ჰქონდა ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდას. ქართველი ლეგიონერის კლუბმა მე-17 ტურში „სიგიშოარას“ უმასპინძლა და 35-29 დაამარცხა. კბილაშვილმა 4 ბურთი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ამავე ტურში ითამაშა ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტამ“. თუმცა, წარუმატებლად. რუმინეთის საპორტო ქალაქის წარმომადგენლები „ტიმიშარასთან“ სტუმრად სამ ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. რუსტამოვმა ერთი გოლი გაიტანა.

Leave a Reply