
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ახალგაზრდულმა (U18) ნაკრებმა, თურქ თანატოლთა ნაკრებთან კიდევ ერთი მატჩი გამართა და მინიმალური ანგარიშით 33:34 დამარცხდა.
ქართველი ჭაბუკები 2026 წლის აგვისტოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში თურქეთის ნაკრებთან სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – წინა შეხვედრებიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 34:33 და 35:29.
თურქეთთან გამართულ მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 8 გოლი, ვახტანგ ხარებაშვილმა გაიტანა, 5-5 ბურთი ნიკოლოზ მამაულაშვილისა და საბა ბუიღლიშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვახტანგ ხარებაშვილი (8 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (5), საბა ბუიღლიშვილი (5), ნიკოლოზ ბიბლაია (4), გიორგი კაპანაძე (3), ივანე გურგენიძე (2), საბა შუბაშიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე (1), ალექსანდრე ბოჟაძე (1), ერეკლე იაშვილი (1), დიმიტრი თორია (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ლევან ტვილდიანი, გიორგი კენჭაძე, საბა დიასამიძე, ცოტნე ჟვანია, ილია ღურწკაია.