ლეგიონერი | ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში გიორგი ცხოვრებაძის დებიუტი შედგა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, პირველი ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის „პელისტერთან“ სტუმრად გამართა და 23:25 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ცხოვრებაძემ, რომლის ანგარიშზე სადებიუტო მატჩში ერთი გოლია. ჩემპიონთა ლიგის მიმდევნო შეხვედრას „ზაგრები“ 17 სექტემბერს სტუმრად პოლონეთში პლოცკის „ვისლასთან“ გამართავს.

Leave a Reply