
ხელბურთის ფედერაციის პროექტი „მომვალის გუნდი“ | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა
თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება საქართველოს 16-წლამდე ხელბურთელთა შეკრება, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამის, „მომავლის გუნდის“ ეგიდით იმართება.
ახალგაზრდა ხელბურთელებს პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს ესპანელი სპეციალისტები, პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი უტარებენ.
ვარჯიშების გარდა ქართველი ჭაბუკები ამხანაგურ მატჩებს მართავენ ხელბურთის ფედერაციის თაოსნობით თბილისში სტუმრად მყოფ თურქეთის ჭაბუკთა ნაკრებთან.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 26 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა 28:24 მოიგო.
დღეს ეს გუნდები მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარვება კვლავ ქართველ ხელბურთელებს დარჩათ – 35:25.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან მესამე მატჩს 28 აგვისტოს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს – შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.