ქართველი ლეგიონერები – ვინ სად ითამაშებს ახალ სეზონში

ხელბურთში ეროვნული ჩემპიონატების დაწყებამდე, ქართველმა ლეგიონერებმა კლუბები გამოიცვალეს. ვნახოთ, ჩვენი ლეგიონერებიდან ვინ სად ითამაშებს ახალ სეზონში.

ხორვატია

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ გერმანული „გუმერსბახი“ დატოვა და ახალი სეზონიდან ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს – გიორგიმ კონტრაქტი ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებთან“ გააფორმა.

ხორვატიის ჩემპიონატი სტარტს 13 სექტემბერს აიღებს – „ზაგრები“ პირველ მატჩს „ტროგირის“ წინააღმდებ ჩაატარებს.

მანამდე კი ხორვატიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამართვს და 10 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერს“ ესტუმრება.

ხორვატიაში ცხოვრებაძის გარდა კიდევ ორი ლეგიონერი გვყავს – „ბიელოვარში“ გიგი რუხაძე და ლევან ფანცხავა თამაშობენ.

საფრანგეთი

ორი წარმომადგენელი გვყავს საფრანგეთის ჩემპიონატში – წელსაც, ისევე როგორც გასულ სეზონში, „ტრემბლში“ იქნება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი, ხოლო „პროვანს-ექსის“ ღირსებას ნიკოლოზ კალანდაძე დაიცავს, რომელიც ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება მოედანს.

საფრანგეთის ჩემპიონატი 5 სექტემბერს დაიწყება.

გერმანია

ზურაბ გოგავა ახალი სეზონის დაწყებამდე გერმანიის მესამე ლიგის „აუგუსტდორფში“ გადავიდა, ამავე ლიგაში კიდევ ორი ქართველია – გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი“) და ირაკლი დიხამინჯია („ლუბენაუ“).

ჩრდ. მაკედონია

ყველზე მეტი წარმომადგენელი ჩრდილოეთ მაკედონიის ლიგაში გვყავს – აქ 4 ქართველი თამაშობს – ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე „ოჰრიდის“ ღირსებას იცავს. მოგეხსენებათ, ორჯონიკიძემ საქართველოს ნაკრების მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ განაახლებს.

ორჯონიკიძის გარდა ლევან იმნაძე და სანდრო დარსანია „პრილეპის“ ღირსებას იცავენ, ხოლო დავით გრიშიკაშვილი ცოტა ხნის წინ „ბუტელე სკიპიეში“ გადვიდა.

ჩრდილეოეთ მაკედონიის ჩემპიონატი 6 სექტემბერს დაიწყება.

რუმინეთი

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კბილაშვილი მომავალ სეზონს კვლავ „ტურდას“ შემადგენლობაში გაატარებს. რუმინეთის ჩემპიონატში გადავიდა ხაზეინ რუსტამოვიც და ის „კონსტანტას“ ღირსებას დაიცავს. რუსტამოვი ბოლოს ბოსნიის „სლობოდაში“ გამოდიოდა.

რუმინეთის ჩემპიონატი 7 სექტემბერს დაიწყება

პოლონეთი

გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში, „აზოტის“ შემადგენლობაში, ზურაბ ცინცაძე და გიორგი დიხამინჯია თამაშობდნენ, ცინცაძე კვლავ პოლონეთში გააგრძელებს კარიერას, ოღონდ „ლეგიონოვოს“ მაისურით. ასევე პოლონეთში ითამაშებს მირიან გავაშელიშვილი, რომელიც ამ სატრანსფერო პერიოდში „ოსტროვიაში“ სერბული „მეტალოსპლასტიკიდან“ გადავიდა.

პოლონთში ახალ სეზონი 2 სექტემბერს აიღებს სტარტს.

ისლანდია

რაც შეეხება გიორგი დიხამინჯიას, მან პოლონეთი დატოვა და ისლანდიაში გადაინაცვლა – გიორგი ახალ სეზონში „KA აკურერში“ ითამაშებს. ისლანდიის ჩემპიონატი 3 სექტემბერს დაიწყება, დიხამინჯიას გუნდიუ პირველ მატჩს 6 სექტემბერს გამართავს.

ისლანდიის ჩემპიონატი სტარტს 3 სექტემბერს აიღებს, გიორგი დიხამინჯიას გუნდი პირველი ტურის შეხბედრას 6 სექტემბერს გამართავს.

Leave a Reply