ლეგიონერის ტრანსფერი | ზურაბ გოგავა გერმანიაში ითამაშებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ზურაბ გოგავა კარიერას გერმანიის მესამე დივიზიონის კლუბ „აუგუსტდორფში“ გააგრძელებს, რომელთანაც მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

„26 წლის ზურაბ გოგავას სახით გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ. ის ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს მომავალი ორი სეზონის განმავლობაში თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას შესძენს. გვჯერა, რომ ზურაბი გუნდისთვის სასარგებლო შენაძენი იქნება“, – ასე გამოეხმაურა გერმანული კლუბის ვეგბვერდი ქართველი ხელბურთელს ტრანსფერს.

ზურაბ გოგავა: „მოხარული ვარ ამ ტრანსფერით. გადაწყვეტილების მიღებაში კლუბში შექმნილი პირობები და პერსონალის პროფესიონალიზმი დამეხმარა. სამწვრთნელო შტაბი მაღალ დონეზე მუშაობს, მთელი სტრუქტურა მოთამაშეების ინდივიდუალურად განვითარებისკენ და გუნდური წარმატებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი.

მინდა, საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას და მჯერა, გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილისაც შევიტან“.

Leave a Reply