
ევროპის ჩემპიონატი თელავში | საქართველომ ბულგარეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილზე გავიდა, ევროპის ჩემპიონი უკრაინის ნაკრები გახდა
თელავში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 19-წლამდე გოგონთა შორის. საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ბულგარეთი 32:27 დაამარცხა და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა და ბულგარელებმა 4 ბურთით მოიგეს (33:29). მეორე მატჩში ქართველმა გოგონებმა მეტოქეს ხუთი ბურთით აჯობეს, საერთო ჯამში 61:60 გაიმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.





საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ანანო გაწერელია (6 მოგერიება), ნატალი საბაშვილი, ანა დოლბაძე;
მარიამ ოდიკაძე (9 გოლი), თეკლა ძამუნაშვილი (7), ლიზი ქაჯაია (5), მარიამ ლაფერაძე (4), დიანა არაბიძე (4), ნატალი გაზაშვილი (3), ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, გვანცა რურუა, მარიამ ქათამაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, ანა კოვზირიძე.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ -უკრაინამ მეტოქეს 28:23 სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:
1. უკრაინა
2. სლოვაკეთი
3. იტალია
4. ბელგია
5. კოსოვო
6. ლუქსემბურგი
7. ისრაელი
8. დიდი ბრიტანეთი
9. საქართველო
10. ბულგარეთი