ლეგიონერი | გიორგი დიხამინჯია ისლანდიაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი დიხამინჯია კარიერას ისლანდიის ჩემპიონატის კლუბ „აკურეირში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუნდს შემოუერთდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშე გიორგი დიხამინჯია. სხვათა შორის, გიორგიმ ისლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, თბილისში, 9 გოლი გაუტანა.

მისი ხილვა ჩვენი გუნდის ფორმით ძალიან საინტერესო იქნება. ცხადია, გააძლიერებს ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს, რომელიც, ძირითადად, კლუბის აკადემიის აღზრდილებითაა დაკომპლექტებული“, – წერს ისლანდიური კლუბის ვებგვერდი.

გიორგი დიხამინჯია: „გახარებულია ვარ ახალ კლუბში ჩარიცხვით. ისლანდიაში ხელბურთს დიდი ტრადიცია აქვს და ლიგაც ძალიან მაღალი დონისაა. საინტერესო გამოწვევები გველის. დარწმუნებული ვარ, აქ ჩამოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი და ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ“. შეგახსენებთ, რომ გიორგი დიხამინჯია „აკურეირში“ პოლონური „აზოტიდან“გადავიდა.

Leave a Reply