
ლეგიონერებისიახლეები
ლეგიონერები | არსენაშვილმა საფრანგეთში 5 გოლი გაიტანა, გავაშელიშვილის გუნდი სერბეთში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.
საფრანგეთში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლმა“ სტუმრად „ივრი“ 40:33 დაამარცხა. ერეკლემ ამ შეხვედრაში თითქმის 23 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მირიან გავაშელიშვილის „მეტალოპლასტიკა“ ფინალში გასასვლელად იბრძოდა. ნახევარფინალის პირველი შეხვედრაში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ვოევოდინა“ ორი ბურთის სხვაობით, 34:32 დაამარცხა, საპასუხო მატჩში კი, რომელიც „ვოევოდინას“ მოედანზე გაიმართა 31:36 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებს – მესამე ადგილისთვის მატჩში „მეტალოპასტიკა“ „პანცევოს“ დაუპირისპირდება.
„ვოევოდინასთან“ საპასუხო შეხვედრაში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა.