ლეგიონერი | თეიმურაზ ორჯონიკიძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ექვსი გოლი გაიტანა

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის საჩემპიონო ზონის პლეი ოფში „ოჰრიდმა“ საკუთარ მოედანზე „ალკალოიდს“ უმასპინძლა და 28:36 დამარცხდა.

ჩვენთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ „ოჰრიდის“ შემადგენლობაში თეიმურაზ ორჯონიკიძე დაბრუნდა, რომელსაც ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გაუცდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩვეულად დამაჯერებლად ითამაშა, ექვსი გოლი გაიტანა და თავის გუნდში ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

Leave a Reply