მეტოქეები | საბერძნეთი ისლანდიასთან მეორე მატჩშიც დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა მეოთხე ტურის მატჩი ჩაატარეს – ჯგუფის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ისლანდიის ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა და პირველი გუნდი გახდა, ვინც ევრო 2026-ზე თამაში ოფიციალურად გაინაღდა.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარმართა, ისლანდიელებმა პირველი ტაიმი 16:9 მოიგეს, მორე ნახევარშიც ხუთი ბურთით აჯობეს მეტოქეს (17:12) და ოთხიდან ოთხი მოგებით ჯგუფს 8 ქულით ლიდერობენ.

ისლანდია: სმარსონი (4 გოლი), რუნარსონი (4), რიჰარდსონი (3), გუნარსონი (3), ვალენსია (3), პორკელსონი (3), გუდიონსონი (3), ტრასტარსონი (3), ვოარსონი (2), კრისტიანსონი (2), გისლასონი  (1), ოლაფსონი (1), ა. ოსკაროსნი  (1), ბ. ოსკარსონი.

საბერძნეთი: ცირასი (6), არამპაცისი (5), ბოსკოსი (2), ლიაპისი (2), კრიტიკოსი (2), ალექსიუ (2), ტოსკასი (1), პაპადიონისიუ (1), პანაგიუოტუ, მიხალიდისი, პასიასი, პაპავასილისი, კოკოულასი., ცაკურიდისი.

ოთხი ტურის შემდეგ ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა: საბერძნეთი (8 ქულა), საქართველო (2), საბერძნეთი (2), ბოსნია (2).

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საქართველოს ნაკრებმა თბილისში ბოსნია 28:26 დაამარცხა, 16 მარტს კი ბოსნიაში ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა ჯგუფია. თითოეული ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გადიან. საგზურებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანიც მოიპოვებს.

შესარჩევის ბოლოს ჯგუფში ორი ან მეტი გუნდი თანაბარ ქულებს თუ დააგროვებს, უძლიერესს გამოავლენს: 1. პირადი შეხვედრები, 2. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა, 3. გატანილი გოლები.

Leave a Reply