საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას 16 მარტს დაუპირისპირდება

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გასვლით მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩაატარებს.

ჩვენი გუნდი მე-3 ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და საბერძნეთთან ერთად.

სატურნირო ცხრილიში ისლანდიას 6 ქულა აქვს და საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას. მეორე ადგილზეა საქართველო, რომელსაც საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობა გააჩნია. გასვლის შანს სამივე გუნდი ინარჩუნებს, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველოს მატჩს, რომელიც 16 მარტს 23:00 საათზე, კაზინში გაიმართება.

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5&6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.

საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.

შეხვედრა, პირდაპირ ეთერში, სილქ უნივერსალზე იქნება

Leave a Reply