მეტოქეები | საბერძნეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ისლანდიასთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ითამაშეს – საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისლანდიას უმასპინძლა და 25:34 დამარცხდა.

ისლანდიელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რომელიც ათბურთიანი სხვაობით მოიგეს – 19:9. ბერძნებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მეორე ტაიმში მეტოქეს ერთი ბურთით აჯობეს (16:15) და საბოლოოდ შეხვედრა 9 ბურთით წააგეს – 25:34.

საბერძნეთი: ტოსკასი (9 გოლი), ბოსკოსი (4), პანაგიოტუ (3), ცირასი (3), ლიაპისი (2), მალიოსი (1), მიხაილიდისი (1), პასიასი (1), კედერისი (1).

ისლანდია: რიჰარდსონი (6 გოლი), კრისტიანსონი (6), გუნარსონი (4), ვიოარსონი (4), ტრასტარსონი (3), სმარასონი (2), ვალენსია (2), გუდიონსონი (2), გისლასონი (1), პორკელსონი (1), ოსკარსონი (1), ტუნარსონი (1).

შეგახენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მესამე ტურის შეხვედრა 13 მარტს, 18:00 საათზე „თბილისი არენაზე“ ბოსნიის ნაკრებთან ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

Leave a Reply