ირაკლი კბილაშვილმა ტურდასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი კბილაშვილმა „ტურდასთან“ კონტრაქტი  გაახანგრძლივა და კვლავ რუმინული კლუბის ღირსებას დაიცავს.

„მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება „ტურდას“ მიმართ. კლუბში ყველა პირობა გვაქვს, ეს არის ადგილი, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გუნდის ფანებიც, რომლებიც მატჩებზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. მათი ენერგია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველი დარბაზში დაბრუნებას“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კბილაშვილი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

Leave a Reply