საქართველოს ნაკრების მეტოქე | ისლანდიის ნაკრებმა ეგვიპტე დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ისლანდია მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე ეგვიპტის ნაკრებს შეხვდა და 27:24 დაამარცხა.

ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა:

ვ. კრისტიანსონი (9 გოლი), პალმარსონი (8), ტორკენსონი (3), გ. კრისტიანსონი (2), სმარსონი (2), გისლასონი (1), გუდიონსონი (1), ვიდარსონი (1), ეინარსონი, ელისონი, გუნარსონი, გუსტავსონი, ჰალგრიმსონი, იონსონი, რიჰარსონი, ტრასტარსონი.

ისლანდიის ნაკრები მომდევნო მატჩს 24 იანვარს ხორვატიასთან გამართვს.

სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა: ისლანდია (6 ქულა), ხორვატია (4), სლოვენია (4), ეგვიპტე (4), არგენტინა (0), კაბო ვერდე (0).

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან მატჩს სტუმრად 11 მაისს გამართავს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში ისლანდიელების გამარჯვებით დასრულდა – 30:25.

Leave a Reply