IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოში მიდინარე IHF-ის თასზე ნახევარფინალური შეხვედრა გამართა ბულგარეთის ნაკრებთან და 33:39 დამარცხდა.
ქართველთაგან 7 გოლით ბომბარდირი დავით გრიშიკაშვილი გახდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში (რომელიც 18 იანვარს გაიმართება), საქართველოს ნაკრების მეტოქე კოსოვოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შეხვედრაში გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დავით გრიშიკაშვილი 7 გოლი
დავით ხელისუფალი 6
ვახტანგ ხარებაშვილი 6
გიორგი კაპანაძე 5
ალექსანდრე შიოშვილი 4
ნიკოლოზ მამულაშვილი 2
საბა ფუტკარაძე 1
საბა ბუიღლიშვილი 1
ნიკოლოზ ნარიმანიძე 1
ირაკლი გურული
თორნიკე გაგუა
გიორგი მაზანიშვილი
ალექსანდრე ბოჟაძე
ნიკოლოზ ბოჟაძე