საქართველოს ნაკრების მეტოქე | ისლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ისლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპოიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა და კაბო ვერდეს ნაკრები 34:21 დაამარცხა.
ისლანდიელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 18:8 მოიგეს.
ისლანდიელებმა მეორე ტაიმშიც აჯობეს მეტოქეს(16:13), საბოლოოდ კი შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა:
ტორკელსონი (8 გოლი), რიჰარდსონი (5), ელისონი (4), გუდიონსონი (3), ჯონსონი (3), ვ. კრისტანსონი (3), გუნარსონი (2), სმარასონი (2), ტრასტარსონი (1), გ. კრისტანსონი (1), გისლასონი (1), ეინარსონი (1), გუსტავსონი, ჰალგრიმსონი, იოჰანსონი, ვიდარსონი.
ისლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში თამაშობს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენიის, კაბო ვერდესა და კუბის ნაკრებები არიან. პირველ ტურში ისლანდიის მსგავსად, სლოვენიის ნაკრებმაც მოიგო, რომელმაც კუბა 41:19 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიასთან სტუმრად 11 მაისს ითამაშებს.