IHF-ის თასის პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა IHF-ის თასის პირველ მატჩში კვიპროსის ნაკრები იოლად დაამარცხა – 44:24.

ქართველმა ჭაბუკებმა თამაში აქტიურად  დაიწყეს, პირველივე ნახევარში სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმი 25:19 მოიგეს.

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრა საქართვლოს ნაკრებმა 20 ბურთის სხვაობით მოიგო – 44:24.

ჩვენი გუნდიდან ყევლაზე მეტი ბურთი ალექსანდრე შიოშვილმა (9) გაიტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ალექსანდრე შიოშვილი – 9 გოლი

გიორგი კაპანაძე – 7

ვახტანგ ხარებაშვილი  – 5

ნიკოლოზ ბოჟაძე – 4

საბა ბუიღლიშვილი – 4

დავით გრიშიკაშვილი – 4

საბა ფუტკარაძე – 3

გიორგი მაზანიშვილი – 3

დავით ხელისუფალი – 3

ნიკოლოზ ნარიმანიძე – 1

ნიკოლოზ მამულაშვილი – 1

თორნიკე გაგუა

ირაკლი გურული

ალექსანდრე ბოჟაძე

საქართველოს ნაკრების დარჩენილი თამაშების განრიგი:

15 იანვარი, 14:00 | ალბანეთი – საქართველო

16 იანვარი, 16:00 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი

ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში თამაშობენ, სადაც მათი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კვიპროსისა და ალბანეთის ნაკრებები არიან. B ჯგუფში ბულგარეთი, კოსოვო და მოლდოვა მოხვდნენ.

ნახევარფინალები 17 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალი და  მესამე ადგილისთვის  მატჩი – 18 იანვარს. ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, რომლის გამარჯვებულიც ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

Leave a Reply