ქალთა ხელბურთის კონფერენცია

10-11 დეკემბერს ევროპის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა ქალთა ხელბურთის კონფერეცია, რომელსაც საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციიდან ესწრებოდნენ ლანა მარგიანი და ქეთი იაშვილი.

კონფერენციაზე განხილული იყო გოგონათა და ქალთა ხელბურთის განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები, როგორიცაა: ახალი თაობის ხელბურთით დაინტერესება, სპორტსმენებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, წამახალისებელი და საინტერესო სავარჯიშო ტექნიკა.

კონფერენციას 32 ქვეყნის 150 მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ 24 ლექციასა და 4 დისკუსიაში.

Photo credits: EHF/Kolektiff

Leave a Reply