პირველი საშინაო მატჩი თბილისი არენაზე
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს 10 ნოემბერს ისლანდიის წინააღმდეგ თბილისი არენაზე გამართავს.
ჩვენი გუნდი მე-3 ჯგუფში ასპარეზობს ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად.
თამაშების განრიგი:
10 ნოემბერი საქართველო – ისლანდია
თბილისი არენა (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა), თბილისი, საქართველო
https://ehfeuro.eurohandball.com/…/202…/Georgia-Iceland
12-13 მარტი საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა
15-16 მარტი ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
7-8 მაისი საქართველო – საბერძნეთი
10-11 მაისი ისლანდია – საქართველო
საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (დანია, ნორვეგია, შვედეთი) 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.
დასწრება თავისუფალია
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს