75 გოლი ბარსელონაში
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ბარსელონა დარჩა, ვინც ყველა თამაში მოიგო.
მეექვსე ტურში ბარსამ გოლების მორიგი ფეიერვერკი მოაწყო და 42-33 დაამარცხა დანიის ოლბორგი. B ჯგუფში პირველი ქულა დაკარგა ვესპრემმა – უნგრულმა კლუბმა ფრედ, 31-31 ითამაშა გერმანიაში, კილთან.
ამავე ჯგუფში პირველი მოგება მოიპოვა მოტორ ზაპოროჟიამ, ვინც სტუმრად 32-31 მოუგო სლოვენიის ცელიეს, გამოსარჩევი კი ეს მატჩი იმითაა, რომ უკრაინული კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გახლავთ საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების ყოფილი მეკარე, როლანდ ერაძე.
ტურში ეპიდემიის გამო 4 თამაში გადაიდო. A ჯგუფის ერთადერთ შეხვედრაში კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა – პორტუმ ქულა აართვა ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის კელცეს, 32-32.
მომდევნო მატჩები 18-19 ნოემბერს გაიმართება. იქამდე კაცთა ხელბურთში სანაკრებო პაუზაა – იწყება ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი რაუნდი.
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 6 ტური, 28-29 ოქტომბერი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი. კელცე 9 ქულა (6 თამაში), ფლენზბურგი 8 (5), პორტუ 6 (6), მეშკოვი 6 (5), ვარდარი 3 (3), პსჟ 2 (4), ელვერუმი 2 (4), სეგედი 0 (3)
პორტუ (პორ) – კელცე (პოლ) 32-32
მარტინესი 9, კინტანა (14 სეივი) – კარაჩიჩი 5, ა. დუიშებაევი 4, გუდიონსონი 4
სეგედი (უნგ) – ფლენზბურგი (გერ) გადაიდო
პსჟ – ვარდარი (მკდ) გადაიდო
ელვერუმი (ნორ) – მეშკოვ–ბრესტი (ბლრ) გადაიდო
B ჯგუფი. ბარსა 10 (5), ვესპრემი 9 (5), ოლბორგი 8 (6), კილი 7 (5), ნანტი 2 (4), მოტორი 2 (4), ცელიე 2 (6), ზაგრები 0 (5)
კილი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 31-31
საგოსენი 9, ეკბერგი 7, ლანდინი (11) – ნენადიჩი 5, ჩუპარა (17)
ცელიე (სლნ) – მოტორ ზაპოროჟია (უკრ) 31-32
ნოვაკი 7, ლებანი 6 – პუხოვსკი 6, მაროზი (10)
ბარსა (ესპ) – ოლბორგი (დან) 42-33
იანცი 6, მემი 6, მორტენსენი 5 – კრისტენსენი 6
ნანტი (საფ) – ზაგრები (ხორ) გადაიდო
7 ტური: 18-19 ნოემბერი