5 ფრე ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში

დაიწყო 2016-17 წლების სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კაცთა გუნდებს შორის. პირველი ტურის 14 მატჩიდან 5 ფრედ დასრულდა, ხოლო 2016 წლის ჩემპიონმა, პოლონეთის კელცემ სტუმრად 29-24 დაამარცხა ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი.

 

წინა სეზონის ორმა ნახევარფინალისტმა, გერმანიის კილმა და საფრანგეთის პარი-სენ ჟერმენმა კილში ითამაშეს. კილმა 28-27 მოიგო, პარიზელთა კლუბის მთავარმა ვარსკვლავებმა, ნიკოლა კარაბატიჩმა და მიქელ ჰანსენმა 3-3 გოლი იკმარეს, მთავარი ბომბარდირი კი გახდა კლუბის დებიუტანტი უვე გენსჰაიმერი 10 გოლით, თუმცა, მოსაგებად ამან არ იკმარა.

გენსჰაიმერის ყოფილმა კლუბმა, გერმანიის ჩემპიონმა რაინ-ნეკარმა ბოლო წამზე მიაღწია ფრეს უნგრეთის სეგედთან 28-28 და ასევე ფრედ დასრულდა მეორე უნგრულ-გერმანული დაპირისპირება, ფლენზბურგი-ვესპრემი 24-24.

ბოლო გათამაშების ფინალისტი, ვესპრემი სტუმრად 23-20 იგებდა და გამარჯვება კურიოზულ ვითარებაში დათმო. რჩებოდა 27 წამი, უნგრული კლუბი 24-23 წინ იყო და ბოლო შეტევაც ჰქონდა, თუმცა, გუნდს გაძევებული მოთამაშე აკლდა. მწვრთნელმა, ჩავი საბატემ საჭიროდ მიიჩნია მეკარის ნაცვლად მეექვსე მოთამაშის დამატება, მაგრამ ვესპრემმა ბურთი დაკარგა და ჰოლგერ გლანდორფმა ცარიელ კარში გატანილი გოლით გაათანაბრა – 24-24.

მეორე ტური ოთხშაბათს დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 21-25 სექტემბერი

A ჯგუფი

შაფჰაუზენი (შვც) – სილკებორგი (დან) 24-25

ფლენზბურგი (გერ) – ვესპრემი (უნგ) 24-24

მაე 9, გლანდორფი 5, მოგენსენი 4 – ილიჩი 7, ნადი 4, პალმარსონი 3

ვისლა პლოცკი (პოლ) – ბარსელონა (ესპ) 23-28

ივიჩი, ჟიტნიკოვი 4 – რივერა 7, ჟალუზი 6, ლაზაროვი, ტომასი 4

კილი (გერ) – პსჟ (საფ) 28-27

ნილსონი 5, ბილიკი, სანტოსი, ცაიცი 4 – გენსჰაიმერი 10, სტეპანჩიჩი 7

B ჯგუფი

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – კელცე (პოლ) 24-29

სტოიკოვიჩი 6 – ლიევსკი 6, აგინაგალდე, ბელეცკი, იახლევსკი, კუსი, რაიხმანი 3

ცელიე (სლნ) – ზაგრები (ხორ) 30-28

ცვიცაი 7, იანცი 5 – მანდალინიჩი 10

კრისტიანსტადი (შვდ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 23-28

ჰენინგსონი 7 – დუიშებაევი 7, კარაჩიჩი 5

სეგედი (უნგ) – რაინ ნეკარი (გერ) 28-28

გორბოკი 6, კალმანი 5 – შმიდი 6, გრიოცკი, პეკელერი, სიგურდსონი 5

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ლა რიოხა (ესპ) 28-28

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ელვერუმი (ნორ) 18-17

მონპელიე (საფ) – ტატრან პრეშოვი (სლკ) 28-23

D ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ) – ბრაგა (პორ) 33-31

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – ნანტი (საფ) 26-26

ჰოლსტებრო (დან) – დინამო ბუქურეშტი (რუმ) 32-32

C, D ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ეთამაშება ერთმანეთს (C1-D2, D1-C2), მერვედფინალში გასასვლელად

Leave a Reply