კბილაშვილი და ჭანტურია EHF თასზე
რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბი, სკოპიეს მეტალურგი EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 19-24 დამარცხდა სლოვენიაში, ველენიესთან. საპასუხო შეხვედრა 24 ნოემბერს გამართება მაკედონიაში.
ვიდეო: https://www.facebook.com/GEONHF/videos/725529517943103
ორი მატჩის გამარჯვებული გავა რანგით მეორე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი, სლოვენიაში, ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა და თავი 3 გატანილი ბურთით გამოიჩინა.
მეტალურგმა პირველი ტაიმი 11-10 მოიგო, შესვენების შემდეგ კი სწრაფად ჩამორჩა მასპინძელ გუნდს და 19-24 დამარცხდა, თუმცა, საპასუხო მატჩში შანსებს ინარჩუნებს.
ხელბურთი. EHF თასი. მესამე შესარჩევი რაუნდი, პირველი მატჩი
ველენიე (სლოვენია) – მეტალურგი (მაკედონია) 24-19
მეტ: დუპიაჩანეცი, გიორგიესკი – ტანკოსკი 4, ჭანტურია 3, მარიჩი 3, პოპოვიჩი 3, სერაფიმოვი 3, კბილაშილი 1, იაგურინოვსკი 1, ლაზარევსკი 1, არსენოვსკი, დოდიჩი, კონდევი, მარკოსკი, მლადენოვიჩი, შილეგოვი