30/09/14 კახეთი, გორი და ქარიშხალა ლიდერობენ
გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში დღეს გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.
აღმოსავლეთის ზონაში 2-2 მოგებით ლიდერობენ გორისა და კახეთის გუნდები. დღეს კახეთს, რომელიც თელავისა და ყვარლის გუნდების გაერთიანებით შეიქმნა, მეტოქე, ლაგოდეხის გუნდი არ გამოუცხადდა.
თბილისის ლიგაში მეორე მოგება იზეიმა შარშანდელმა ჩემპიონმა ქარიშხალამ, თუმცა, ასევე წაუგებლად არიან შარშანდელი პრიზიორები, პეგასი და იმედი.
პეგასი დღეს ჩაერთო ჩემპიონატში და 38:22 დაამარცხა თბილისის მამული. პეგასმა, ისევე როგორც იმედმა, დაიმატა დასავლეთის ლიგის შარშანდელი ჩემპიონის, ფოთის 2 მოთამაშე – ბაჯალაძე და მიქაძე. ფოთელები წლევანდელ ჩემპიონატში არ გამოდიან.
ოთხშაბათს, დღის ცენტრალური მატჩი გაიმართება საღამოს ხუთის ნახევარზე, პეგასსა და იმედს შორის. ტური პარასკევს დასრულდება, დღეს კი გაიმართა ჩემპიონატის საზეიმო გახსნა.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15
გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია
ბიჭები. 1998-99. პირველი ტური. თბილისი, 30 სექტემბერი
აღმოსავლეთის ლიგა: კახეთი, გორი, რუსთავი, ქარელი, ლაგოდეხი
ლაგოდეხი – კახეთი 0:10
ლაგოდეხი არ გამოცხადდა
ქარელი – გორი 11:43
ქარ: ნ. ლომიტაშვილი, მეარაყიშვილი – გ. ლომიტაშვილი 5, ნონაშვილი 2, ქოთუაშვილი 2, კოშკაძე 1, გოგიჩაშვილი 1
გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – ქესანაშვილი 10, დალაქიშვილი 8, ყანჩაველი 6, გახოკიძე 6, ბეთლემიშვილი 5, მჭედლიშვილი 3, ნიაზაშვილი 3, მურადაშვილი 1, ტარუაშვილი 1
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
მდგომარეობა: გორი 4 ქულა (2 თამაშიდან), კახეთი 4 (2), რუსთავი 0 (1), ქარელი 0 (2), ლაგოდეხი 0 (1)
თბილისის ლიგა: ქარიშხალა, პეგასი, იმედი, მამული, შევარდენი
შევარდენი – ქარიშხალა 16:34
შევ: სადირინი, შაქარაშვილი, კოპალიანი – ბაზანოვი 10, აგაჯანოვი 2, ზაალიშვილი 2, მიჩილაშვილი 1, ბულია 1
ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი – კბილაშვილი 10, ბულბულაშვილი 8, არსენაშვილი 6, ფხაკაძე 3, გოგრიჭიანი 2, ივანიძე 2, ასაბაშვილი 1, მამულაშვილი 1, კვირკველია 1
მამული – პეგასი 22:38
მამ: დავითაშვილი – შევჩენკო 5, წულიაშვილი 5, კორაშვილი 4, ტალახაძე 3, სხვიტარიძე 2, ფიჩხაია 2, თოდუა 1
პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე – ცხოვრებაძე 10, ზარნაძე 8, ბაჯალაძე 7, ნაზღაიძე 4, მაისურაძე 4, გაწერელია 3, მიქაძე 1, კაჭკაჭაშვილი 1
მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი
მდგომარეობა: ქარიშხალა 4 ქულა (2 თამაშიდან), იმედი 2 (1), პეგასი 2 (1), მამული 0 (2), შევარდენი 0 (2)
1 ოქტომბერი, ოთხშაბათი
12:00 კახეთი – რუსთავი
13:30 ქარელი – ლაგოდეხი
15:00 შევარდენი – მამული
16:30 პეგასი – იმედი
ფოტო: უტევს გიორგი ცხოვრებაძე, პეგასი