28/01/14 საქართველო და მისი სახელბურთო მომავალი

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია საქარველოში ამასწინათ გამართული მწვრთნელთა სასწავლო კურსების შესახებ.

http://ihf.info/MediaCenter/News/NewsDetails/tabid/130/Default.aspx?ID=1868

„ქართულ ხელბურთს წინ დიდი ამბები ელის: ქვეყანა უახლოეს მომავალში ორ დიდ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 2015 წელს თბილისში გაიმართება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი – სადაც ხელბურთის ასპარეზობაც გაიმართება, ორი წლის შემდეგ კი ქვეყანა მიიღებს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მასპინძლობის უფლება მას IHF კონგრესმა მიანიჭა 2013 წლის ოქტომბერში, დოჰაში.

საქართველოში ბოლო წლებში ბევრი რამ გაუმჯობესდა. ამას ხელი შეუწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე პროექტმა ხელბურთი განვითარების ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მდგრადი სახელბურთო სტრუქტურების დაფუძნებას ქვეყანაში.

კიდევ ერთი ეტაპი კი იყო ნოემბერში, თბილისში გამართული სამწვრთნელო კურსები ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით, რომელშიც მონაწილეობდნენ მწვრთნელები მთელი ქვეყნიდან. თოთხმეტმა მწვრთნელმა წარმატებით დაასრულა კურსი, რომელსაც უძღვებოდა IHF ლექტორი იგორ შესტაკოვი (ნორვეგია) და ძირითადად შეეხებოდა ბავშვთა გუნდების წვრთნის პროცესს.

კურსი დღეში 5 მეცადინეობას შეიცავდა – თეორიულს, პრაქტიკულსა და სემინარულს. პრაქტიკულ ვარჯიშებში მონაწილეობდა 13-15 წლამდე ასაკის 50-მდე ხელბურთელი. თერთმეტდღიანი კურსების თემატიკა ვრცელი იყო – ინდივიდუალური საბაზისო ტექნიკით, სათამაშო აზროვნებით დაწყებული, დასრულებული ტაქტიკური სავარჯიშოებით დაცვასა და შეტევაში თამაშის დროს. თეორიულ მეცდინეობას მოსდევდა პრაქტიკული, შემდეგ კი ვარჯიშის გაანალიზება ლექტორისა და მონაწილეების მიერ. კურსის დამატებითი ნაწილი იყო იყო სამწვრთნელო ფილოსოფია და ნიჭიერი ბავშვების სწორად შერჩევა.

როგორც შესტაკოვმა აღნიშნა, ყველა მონაწილე დიდად იყო დაინტერესებული და მოტივირებული“.

2014 წელს საქართველო უნდა შეუერთდეს ე.წ. რინკის კონვენციას, რის შემდეგაც ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მწვრთნელთა ლიცენზირების საკითხი.

Leave a Reply