25/07/14 ოლიმპიური ნაკრები შეკვეთილში ემზადება
შავიზღვისპირეთში, შეკვეთილში, საწვრთნელ შეკრებას გადის საქართველოს ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები. გუნდი ემზადება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება 2015 წლის ივლისში.
შეკრებაზე მთავარი ყურადღება ექცევა ფიზიკურ მომზადებას, რასაც ხელმძღვანელობს მძლეოსნობის ცნობილი სპეციალისტი მამია ტუღუში. მასთან ერთად არიან ნაკრების მწვრთნელები, გიორგი ქობელაშვილი და გიორგი გვაზავა, ასევე, ხელბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი იმედო ფხაკაძე და ექიმი ლევან ლინნიკი. შეკრებაზე 17 ხელბურთელია საქართველოს 8 კლუბიდან.
2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის სახელბურთო ტურნირისთვის უკვე გადაწყვეტილია ახალი არენის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე. არენაში ორი დარბაზი იქნება – მთავარი, 2500 მაყურებელზე და ასევე დარბაზი 800 მაყურებლისთვის. დაიგება უახლესი საფარი და ყველა ტექნიკური პარამეტრი უკანასკნელი სტანდარტისა იქნება. პროექტირება უკვე დასკვნით სტადიაშია და აგვისტოდან მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ოლიმპიური ნაკრები (1998-99) შეკრებაზე
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), დავით მამულაშვილი (რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)
მოთამაშეები: ირაკლი კბილაშვილი, ლუკა ბულბულაშვილი, გიგი ფერაძე, ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), ზურაბ გოგავა, ლუკა გაწერელია, გიგა ზარნაძე (პეგასი), თამაზ ტარუაშვილი, გიორგი ტიელიძე (გორი), ზაალ ზაალიშვილი, ენრიკე ბაზანოვი (შევარდენი). ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), გიორგი ბიბილეიშვილი (ფოთი)
მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა, იმედი ფხაკაძე, მამია ტუღუში. ექიმი: ლევან ლინნიკი