იწყება საქართველოს ჩემპიონატი ბიჭებსა და გოგონებს შორის (1998-99)

 

 

28 სექტემბერს თბილისსა და სენაკში იწყება საქართველოს ჩემპიონატი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებსა და გოგონებს შორის.

ბიჭებში მონაწილეობს 19 გუნდი, რომლებიც სამ, დასავლეთის, აღმოსავლეთისა და თბილისის ჯგუფში არიან განაწილებულები.

შეჯიბრებას იწყებს თბილისის ჯგუფის 6 გუნდი – ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი და ქარელი. თამაშები 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართება გლდანის ხელბურთის დარბაზში (ვეკუას ქ. 6)

დასავლეთის ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი) პირველ ტურს 15-20 ოქტომბერს გამართავს სენაკში, ხოლო აღმოსავლეთის ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი) – 8-13 ოქტომბერს, თელავში.

გოგონებში 10 გუნდია. დასავლეთის ჯგუფი (ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო) 28-30 სექტემბერს ითამაშებს სენაკში, ხოლო აღმოსავლეთი (მამული, სტუ, საბურთალო, ქარიშხალა, ქარელი, ყვარელი) – 3-7 ოქტომბერს თბილისში.

ბიჭებში პირველი ეტაპი 2013 წელს, ორ წრედ გაიმართება. ჯერ გამოვლდებიან რეგიონული ჩემპიონები და პრიზიორები, ხოლო 2014 წელს 10 საუკეთესო გუნდი (ჯგუფებში 1-3 ადგილებზე გასულები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი) იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის. 10 გუნდი ითამაშებს ერთ წრედ და გამოავლენს 6 საუკეთესოს, რომლებიც, მესამე ეტაპზე, დასკვნით ტურში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ (მეორე და მესამე ეტაპზე ქულების აღრიცხვა ნულიდან დაიწყება).

გოგონები ჩემპიონს წრიული სისტემით გამოავლენენ 2 წრედ. პირველი წრე 2013 წელს გაიმართება, მეორე – 2014 წელს.

 

2013-14 სეზონი

საქართველოს ჩემპიონატი, 1998-99 წლებში დაბადებულები

 

ბიჭები

 

თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)

პირველი ტური, 28 სექტემბერი – 2 ოქტომბერი. გლდანი

 

28 სექტემბერი, შაბათი

14:00 ქარიშხალა – მამული

15:20 პეგასი – ქარელი

16:45 იმედი-შევარდენი

29 სექტემბერი, კვირა

14:00 მამული – პეგასი

15:20 შევარდენი – ქარიშხალა

16:45 ქარელი – იმედი

30 სექტემბერი, ორშაბათი

14:00 ქარიშხალა-ქარელი

15:20 პეგასი – იმედი

16:45 მამული – შევარდენი

1 ოქტომბერი, სამშაბათი

14:00 პეგასი – შევარდენი

15:20 იმედი – ქარიშხალა

16:45 ქარელი-მამული

2 ოქტომბერი, ოთხშაბათი

14:00 შევარდენი – ქარელი

15:20 იმედი – მამული

16:45 ქარიშხალა – პეგასი

მეორე ტური – 6 დეკემბერს, თბილისში

 

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური – 8-13 ოქტომბერს თელავში

2 ტური – 24-29 ნოემბერს თელავში

 

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური – 15-20 ოქტომბერს სენაკში

2 ტური – 8-13 დეკემბერს სენაკში

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი

მესამე ეტაპზე გადის 6 საუკეთესო გუნდი

მეორე და მესამე ეტაპები გაიმართება 204 წელს

 

 

2013-14 სეზონი

საქართველოს ჩემპიონატი, 1998-99 წლებში დაბადებულები

 

 

გოგონები

 

დასავლეთი ჯგუფი (ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბო)

პირველი ტური, 28-30 სექტემბერი, სენაკი

 

28 სექტემბერი, შაბათი

14:00 ბათუმი – ზუგდიდი

15:20 ფოთი – წყალტუბო

29 სექტემბერი, კვირა

14:00 წყალტუბო – ბათუმი

15:20 ზუგდიდი – ფოთი

30 სექტემბერი, ორშაბათი

14:00 ბათუმი-ფოთი

15:20 ზუგდიდი-წყალტუბო

 

აღმოსავლეთი ჯგუფი (მამული, სტუ, საბურთალო, ქარიშხალა, ქარელი, ყვარელი) ~~

პირველი ტური, 3-7 ოქტომბერი, გლდანი

 

3 ოქტომბერი, ხუთშაბათი

13:00 მამული – საბურთალო

14:20 სტუ – ქარელი

15:40 ქარიშხალა – ყვარელი

4 ოქტომბერი, პარასკევი

13:00 საბურთალო – სტუ

14:20 ყვარელი – მამული

15:40 ქარელი – ქარიშხალა

5 ოქტომბერი, ხუთშაბათი

13:00 მამული – ქარელი

14:20 სტუ – ქარიშხალა

15:40 საბურთალო – ყვარელი

6 ოქტომბერი, პარასკევი

13:00 სტუ – ყვარელი

14:20 ქარიშხალა – მამული

15:40 ქარელი – საბურთალო

7 ოქტომბერი, პარასკევი

13:00 ყვარელი – ქარელი

14:20 ქარიშხალა – საბურთალო

15:40 მამული – სტუ

 

საერთო ტური – 1-6 ნოემბერს თბილისში


 

Leave a Reply