19/09/14 ვმასპინძლობთ ნორვეგიას, ჰოლანდიასა და ლიტვას
დუბლინში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესზე, გაიმართა კონტინენტის 2015 წლის ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს გოგონათა ნაკრები მოხვდა ჯგუფში ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის თანატოლებთან ერთად. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გადის.
მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა წილისყრა მასპინძლობის უფლების გამოსავლენადაც, რის შემდეგაც, საკვალიფიკაციო ჯგუფის ტურნირის გამართვა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ერგო.
შესარჩევი ტურნირები 20-22 მარტს უნდა გაიმართოს, ფინალი კი 13-23 აგვისტოსაა მაკედონიაში.
წილისყრის სრული შედეგები ასეთია (მასპინძელი ქვეყნები გამოყოფილია მუქად).
1 ჯგუფი: დანია, საფრანგეთი, სერბეთი, შვეიცარია
2 ჯგუფი: რუსეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ფარერები
3 ჯგუფი: ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო
4 ჯგუფი: უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, უკრაინა
5 ჯგუფი: მონტენეგრო, ესპანეთი, სლოვენია, მოლდოვა
6 ჯგუფი: შვედეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, კოსოვო
7 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, იტალია
8 ჯგუფი: ხორვატია, ბელარუსი, ლატვია
9 ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი
1-6 ჯგუფებიდან ფინალში 2-2 გუნდი გადის, დანარჩენი სამიდან – მხოლოდ გამარჯვებული.
EHF კონგრესი მუშაობას აგრძელებს და ბევრ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელთა შესახებაც დამატებით გაცნობებთ.