19/03/15 გოგონათა ნაკრები დიდი გზის დასაწყისში

ქუთაისის სპორტის სასახლე მზადაა ევროპის გოგონათა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სამასპინძლოდ. აქ უკვე დაიგო ფრანგული ფირმის, ჟერფლორის სპეციალური სახელბურთო საფარი. საქართველოსა და ლიტვის გუნდებმა მასზე უკვე ივარჯიშეს.

ოთხივე გუნდი წყალტუბოში იცხოვრებს. ლიტველები და ჰოლანდიელები უკვე იქ არიან. ლიტვა პირდაპირ ქუთაისში ჩამოფრინდა, ჰოლანდია – ბათუმში. ხუთშაბათ დილას თბილისში ჩამოვა ნორვეგიის ნაკრები და ავტობუსით გაემგზავრება ქუთაისში.

ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის. ამ ასაკში პროგნოზების გაკეთება ძნელია, მაგრამ ნორვეგია ქალთა ხელბურთის აღიარებული ლიდერია, ჰოლანდია – ძალიან მზარდი ქვეყანაა, ლიტვასაც საკმაო ტრადიცია აქვს. ცხადია, ბრძოლას აპირებს საქართველოს ნაკრებიც.

ქალთა ხელბურთი ჩვენში წინა საუკუნის სამოციანი წლებიდან არსებობს, თბილისის ქარიშხალა კი საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში თამაშობდა. დამოუკიდებლობის წლებში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს თითოჯერ უთამაშია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია და ორჯერ – ჩელენჯ ტროფი (ბოლოს – 2006 წელს), საქართველოს ჩემპიონატიც ხანდახან იმართებოდა. ამ პერიოდის საუკეთესო ქართველ ხელბურთელ ქალებს წარმატებული (საკლუბო და ზოგს – სანაკრებოც) კარიერა ჰქონდათ უცხოეთში (ნინო წივწივაძე, ეკა ჟიჟიაშვილი).

ასე რომ, ბოლო 25 წელიწადში ქალთა ხელბურთი საქართველოში უწვეტად არ განვითარებულია. ამ უსიამო ტრადიციის დარღვევა ახლაა განზრახული. ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი ქალთა პირველი ასაკობრივი ნაკრებია, რომელიც ოფიციალურ შესარჩევ ტურნირს თამაშობს. ასევე – ეს პირველი ქალთა ნაკრებია, რომელიც ოფიციალურ შეჯიბრებაზე საკუთარი მაყურებლის წინაშე წარსდგება. გოგონებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში 18-19-20 წლამდელთა ოფიციალურ შეჯიბრებებში მოუწევთ გამოსვლა, შემდეგ კი ეროვნული ნაკრების დროც დადგება.

გუნდი 2011 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ თბილისი 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებდა. გოგონების მზადებაში ბევრმა ადამიანმა შეიტანა წვლილი: ელისო ჟურულიშვილმა, უკრაინელმა მაია კარბუნარმა, ფიზმომზადების სპეციალისტმა მამია ტუღუშმა, საკლუბო მწვრთნელებმა – ჯულია კასიანმა, ნინო წივწივაძემ, დარეჯან გეფერიძემ, უჩა გამზარდიამ, ზურაბ ხარებაშვილმა, გოჩა ღონიაშვილმა, ბევრმა სხვამ. 2014 წლის ბოლოდან ნაკრები როლანდ ერაძემ და გიორგი გვაზავამ ჩაიბარეს. მათ დიდი არჩევანი არა აქვთ: ნაკრებს დღესდღეობით 4 კლუბის – თბილისის მამულისა და პეგასის, ფოთის ოქროს ვერძისა და ყვარლის მოთამაშეები წარმოადგენენ – ანუ ამოსარჩევი ბაზა სადღაც 40, მაქსიმუმ 50 მოთამაშეა, განსხვავებით ჩვენი მეტოქეებისგან.

თუმცა, გუნდს საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. მარტო ბოლო ორ სეზონში ნაკრებმა 29 საერთაშორისო მატჩი გამართა, მათ შორის – ბელარუსის, უკრაინის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და თურქეთის ნაკრებებთან (10 მოგება, 2 ფრე, 17 წაგება). იანვარში ნაკრები, ძირითადი შვიდეულის ორი მოთამაშის არყოფნაში, თითქმის თანაბრად ეთამაშა ბელარუსს, მაგრამ ახლახან ორჯერ დიდი ანგარიშით დამარცხდა თურქეთში. თუმცა, იქ გუნდი უფრო სავარჯიშოდ იყო წასული და არა საბრძოლველად.

ჩვენი პირველი მეტოქის, ლიტვის ნაკრების მწვრთნელები ფრთხილად არიან. ლიტვის ფედერაციის ვებდგერდზე აუკსოლე სტროპიენე ამბობს, რომ ჩვენ ქართველები შარშან, ბელარუსში, 10 ბურთით დავამარცხეთ, მაგრამ მას შემდეგ წელიწადი გავიდა, თან არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება ტრიბუნებზე, ქუთაისში, ამიტომაც პროგნოზისგან თავს შევიკავებდიო.

2015 წელს საქართველოს გოგონათა ნაკრების მთავარი მიზანი თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადაა. მათგან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლას არავინ ითხოვს, მაგრამ ბრძოლასა და ხელბურთის თამაშს წინ არაფერი უდგას.

ისინი დიდი სახელბურთო გზის დასაწყისში არიან და პირველ ოფიციალურ ტურნირს თამაშობენ!

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2015, გოგონები 17წ

ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი, 2015

კვალიფიკაცია, 3 ჯგუფი (ფინალში გადის 2 გუნდი)

20 მარტი

16:00 ნორვეგია-ჰოლანდია

18:00 ლიტვა-საქართველო

21 მარტი

16:00 ნორვეგია-ლიტვა

18:00 ჰოლანდია-საქართველო

22 მარტი

14:00 ჰოლანდია-ლიტვა

16:00 საქართველო-ნორვეგია

მსაჯები: მაიკე შილჰა – ტანია შილჰა (გერმანია)

დენის ბოლიჩი-ქრისტოფ ჰურიხი (ავსტრია)

EHF დელეგატი: მიროსლავ ბაუმი (პოლონეთი)

ფინალი: 13-23 აგვისტო, მაკედონია

საქართველო (პოზიცია, კლუბი, დაბ, სიმ, საერთაშ. თამაში/გოლი)

-1 თინათინ ყაველაშვილი–GK პეგასი 28.03.1998 166 20/-

12 ანა ვარდიშვილი———GK მამული 18.08.1999 172 6 /-

16 ქრისტინე ჯავახია——-GK ფოთი 01.06.1998 175 20/-

-7 თინათინ ქიტესაშვილი–CB ყვარელი 07.02.1999 168 25/27

-9 თათია გადელია ———LB ფოთი 30.10.1998 175 24/114

10 მაია ბერიძე—————CB პეგასი 19.05.1999 167 20/16

11 ლელა მორჩაძე———–RW პეგასი 20.02.1998 166 11/11

14 თამარ ჩოგოვაძე———-LW პეგასი 13.03.1998 166 29/32

17 მედეა ჩოხელი————P პეგასი 02.01.1999 177 29/49

18 ქეთევან ვენეცკი—RB/RW პეგასი 16.07.1998 174 20/17

19 ანა ყველაშვილი———CB მამული 29.12.1998 170 25/61

23 მარიამ მიხელიძე——–RW ყვარელი 23.09.1999 168 21/16

24 ნინო გაბისონია———-RB მამული 06.01.1998 180 29/108

29 ქეთი კუნელაშვილი—–LB ყვარელი 22.08.1999 176 20/31

39 თამთა თეთრაშვილი—–P ყვარელი 02.10.1998 172 16/19

99 ქრისტინე ღვალაძე—–LW მამული 12.08.1998 165 29/73

მთ. მწვრთნელი როლანდ ერაძე (1971)

მწვრთნელი გიორგი გვაზავა (1978)

მენეჯერი ინა ჭკუასელი (1985)

ექიმი ლევან ლინნიკი (1987)

GK მეკარე, LW მარცხენა გარემარბი, LB მარცხენა შუამარბი, CB გამთამაშებელი, RB მარჯვენა შუამარბი, RW მარცხენა გარემარბი, P პივოტი, ხაზის მოთამაშე

ნორვეგია

1 რაკელ გორა ალვერნი GK 175 სმ – 16 ელინა ფაგერჰაიმი GK 180 – 2 მარტე ნიგარდ პედერსენი CB 169 – 4 მარი ფინსტად ბერგუმი CB/LB 178 – 6 სინე ფუსჰაიმი P 180- 7 გიურუ ნესტაკერი LB 180 – 8 ლინ ელერშტენი RB 174 – 9 ჰედა კლაიბერგ ზომე RW 172 – 10 იულია ბოე იაკობსენი CB 166 – 13 ანა ჰიუსე LW 163 – 14 ჰერმინა მოცფელტ ალბერგი RB/RW 170 – 15 სტინა სელინა სტრენგენელსი P 172 – 17 კაროლინ ოლსენი LW/CB 171 – 20 ანა ქრისტენსენ მათიასენი LB 185 – 22 ანა ჰოვლამი P 170 – 23 მარიან გაბრიელსენი RW 169

მწვრთნელი ვიგდის ჰოლმესეტი (1971) მწვრთნელი კენეტ გაბრიელსენი (1975) ფიზიოთერაპევტი სილიე რამენ პრესტკვენი (1985) ვიდეოანალიტიკოსი ანდრეას ბერნჩენი (1980)

ჰოლანდია

1 იესე ფან დე პოლდერი GK 176 – 2 ელენ იანსე GK 177 – 3 იარა ტენ ჰოლტე GK 175 – 4 ემი ოსტფეინი LB 178 – 5 რენსკე მიხილსე CB 177 – 6 ბრიტ სტეიხერსი LB 181 – 7 კარლაინ მულდერი CB 174 – 8 დიონ ჰაუსჰირი RB 178 – 9 შერონ ნოითმიერი P 178 – 10 ბო ფონ ვეიტერინი P 170 – 11 ანუკ კემპერი RW 170 – 12 მაიკე ფონ ოლდენილი RB 180 – 13 იფა ფან დერ ლინდენი RW 178 – 14 კალია კლუმპი LB 171 – 15 რომი ტენ კატე LW 178 – 16 მარიელ ბეუხოლსი CB 160 – 17 მიკე კორპელი LW 177 – 18 ლაურა ზელდენფიესი CB 172 – 19 ტესა ჰილბრანდსი RB 169 – 20 მირელ ფრირიკსი P 175

მთ. მწვრთნელი რობერტ ნეიდამი (1971) მწვრთნელი იოკელინ ტინსტრა (1970) ფიზიოთერაპევტი მარტე ხრუნეფელდი (1978) დელეგაციის თავი ანეტე მოსმანი (1967)

ლიტვა

1 გაბრიელე იანუშაუსკაიტე GK 169 – 12 ევა ბოჩკუტე GK 192 – 16 ბენიტა შლიუპაიტე GK 165 – 2 ლაურა ლაპინსკაიტე P 170 – 4 ეიმანტე ზენკოვაიტე LW 171- 5 რობერტა ივანაუსკაიტე LB 182 – 6 რამუნე პოშკუტე RW 172 – 7 ბრიგიტა ივანაუსკაიტე LB 186 – 9 სკირმანტე პოჩიუტე P 170 – 10 ერიკა დრულიტე RB 174 – 17 კაროლინა სპარნაუსკაიტე RB 169 – 18 ემილე აგლინსკაიტე CB 165- 20 გრეტა რინკიავიჩუტე LW 165 – 22 გაბია გაიდიტე RW 170 – 24 ფაუსტა აბრუტიტე RW 171- 25 ევა ლუკოშიავიჩუტე P 180

მთ. მწვრთნელი აუკსუოლე სტროპიენე (1966) მწვრთნელი გინტარე რაშიმიენე (1984) მენეჯერი რიტა ურნიკიენე (1963) ექიმი რობერტა ზარემბიენე (1987)

Leave a Reply