19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის თასზე იასპარეზებს

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 2-6 დეკემბერს პრიშტინაში (კოსოვო), ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) მიერ ორგანიზებულ ევროპის თასზე (IHF Trophy) იასპარეზებს.

საუბარია ტურნირზე, რომელიც IHF-ის განვითარების პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ხელბურთის განვითარებას, პირველ ყოვლისა კი მზარდ ქვეყნებში ახალგაზრდული ნაკრებების ხელშეწყობას, მათთვის საერთაშორისო გამოცდილების შეძენას. ამასთან, ეს ტურნირი ინტერკონტინენტალურ ეტაპზე გასვლის, იქიდან კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ამისთვის საჭიროა IHF Trophy-ის მოგება. ასე რომ, ევროპის თასს მისი მონაწილეებისთვის დიდი დატვირთვა აქვს.

საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ჰყავს დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ბულგარეთი და მასპინძელი კოსოვო.

ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: მარიამ ჩავჩიძე

ექიმი: არჩილ ლომსაძე

მენეჯერი: ლანა მარგიანი

Leave a Reply