18/03/15 სტუ ყველა შემადგენლობით იგებს

ბათუმში გაიმართა საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატის მე-11 ტური. დღის მთავარ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამარცხა მასპინძელი, შარშანდელი ჩემპიონატის ვერცსლის პრიზიორი, ბათუმი – 25-23.

ამ სეზონში სტუს-ს 7 მოთამაშე გადავიდა ბათუმში, მაგრამ შედეგი უცვლელია – ირაკლი კეკელიძისა და ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა წინა სეზონშიც ყველა თამაში მოიგო და წლევანდელშიც 11 მატჩიდან 11 გამარჯვება აქვს, თუმცა, ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდს პირველობის დამტკიცება უკვე პლეიოფში მოუწევს.

ბათუმის დღევანდელი წაგების შემდეგ ფინალური ოთხეულის მეოთხე მონაწილის ვინაობა ღიად დარჩა. თბილისის პეგასმა 41-22 დაამარცხა იმედი, ბათუმელებს 5 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზე გასვლის ერთადერთი შანსი აქვს – სამივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო ბათუმელები სამჯერ უნდა დამარცხდნენ.

საქართველოს თასის მფლობელმა სამტრედიამ მოგებების ექვსმატჩიანი სერია შეუწყვიტა ქუთაისს – 29-25 და მეორე ადგილიც ჩამოართვა. ქარიშხალამ დაამარცხა ფოთი – 38-28.

ახლა სახელბურთო ეპიცენტრი გადაინაცვლებს ქუთაისში, სადაც 20-22 მარტს ევროპის გოგონათა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაა, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის ორწრიანი ტურნირი თბილისში დასრულდება 1-3 აპრილს. 15-16 მაისს ოთხთა ფინალია.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

10-11 ტური, ბათუმი, 17-18 მარტი

18 მარტი, 11 ტური

იმედი – პეგასი 22-41

იმ: ხარაიშვილი, ლორია, ლილუაშვილი – რუსტამოვი 7, ყორიაული 5, მიქავა 3, ბაინაზიშვილი 2, ჰუსეინოვი 2, მელაშვილი 2, გოზალოვი 1, გოგუა, ბაზანოვი, მღებრიშვილი, ფურცელაძე

პეგ: ცინცაძე, ნარსია – გიორგაძე 9, ცხვარაშვილი 8, აბჟანდაძე 6, დიხამინჯია 6, ნ. მაისურაძე 4, ბაძაღუა 4, კოხრეიძე 2, ზარნაძე 2, გაწერელია, ლეჟავა, პეტრიაშვილი, ცოტაძე

ქარიშხალა – ფოთი 38-28

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – ბულბულაშვილი 11, არსენაშვილი 10, ბენდელიანი 5, ლ. მამულაშვილი 4, ზ. ფერაძე 3, კორაშვილი 3, ასაბაშვილი 1, შევჩენკო 1, სხვიტარიძე, ივანიაძე, ჭინჭარაძე, ციხიშვილი

ფოთ: ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 9, მიქაძე 8, ბიბილეიშვილი 5, კუჭავა 2, დაგარგულია 1, ნემსაია 1, ხუნჯუა 1, ბაჯალაძე 1, გოგიშვილი, ბერაია

სამტრედია – ქუთაისი 29-25

სამ: სამურაშვილი, ხონელიძე – ხაჟომია 7, გ. კობახიძე 7, წივწივაძე 3, ნიკურაძე 3, თევზაძე 3, ზურაბიანი 2, ღაღანიძე 2, გ. იობაშვილი 1, ნარსია 1, სიხარულიძე, ელგანდაშვილი

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – კბილაშვილი 11, ყაველაშვილი 4, კვერნაძე 3, მერკვილაძე 3, ჩიხლაძე 2, მათნაძე 1, უ. მაისურაძე 1, ქუთათელაძე, უ. კობახიძე, ჯუღელი, მამასახლისი, ტუღუში

ბათუმი – სტუ 23-25

ბათ: ცერცვაძე – გოგალაძე 5, სურმავა 5, გრიშიკაშვილი 4, ამირანაშვილი 3, აბრამიშვილი 3, გამზარდია 2, ქარდავა 1, ჯორბენაძე, ვინოგრადსკი, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, ქავთარაძე, ბერძენიშვილი

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი, სიხარულიძე – გოგოლაძე 8, ჭელიძე 7, გვაზავა 4, ორჯონიკიძე 3, სტურუა 3, აბაშიძე, მ. კობახიძე, ბეჟანიშვილი, ი. სამიტაშვილი, ოსიყმაშვილი, აბდულაევი, მაისაშვილი

მსაჯები: ელენა არაბული – ინა ჭკუასელი,

ამირან კომახიძე – გიორგი ბარათაშვილი

მდგომარეობა-თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

სტუ————-11–11—0—0–370-292-22

სამტრედია—–118—1—2–395301-17

ქუთაისი——–11—8—0—3–353305-16

ბათუმი———11—7—0—4–369-290-14

პეგასი———–114—1—6–312-2959

ქარიშხალა——114—0–7–328-3638

ფოთი————11—01--10307-441–1

იმედი———–11—0—1–10–252-399–1

12, 13, 14 ტური – 1-3 აპრილი, თბილისი

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია – 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი – 15-16 მაისი, თბილისი

ფოტო: ირაკლი გოგოლაძე, სტუ

 

Leave a Reply