16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე პირველ წარმატებას მიაღწია
16 წლამდე გოგონათა ნაკრები გიოტებორგში, მიმდინარე ევროპის პირველობაზე, ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა და პირველ წარმატებასაც მიაღწია.
საქართველო – ლიეტუვა 22:21
საქართველოს ნაკრებისთვის ევროპირველობის მეოთხე დღე შედეგიანი გამოდგა, თუმცა ლიეტუვასთან პირველი ტაიმი გუნდმა მდევრის როლში ჩაატარა. იყო მომენტები, როდესაც მეტოქე ხუთი ბურთითაც იგებდა. დანის პირზეც ვიარეთ, მაგრამ გოგოებმა ძალა გამონახეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (7), მარიამ ქათამაძე (6), ანასტასია ესართია (4), მარიამ დანელია (3), მართა ბარნაბიშვილი (2), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე.
- მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
- მწვრთნელები: ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე
- ექიმი: მარიამ როსტიაშვილი
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ხვალ, ევროპის პირველობის დასკვნით დღეს ჩაატარებს.