15/04/14 მეტოქე დამარცხდა, მამული ჩემპიონია
საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის დღეს ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. ფოთის გუნდი 16:17 დამარცხდა პეგასთან, რის შემდეგაც თბილისის მამული მიუწვდომელი გახდა.
პეგასს საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ მოწინავე ოთხეულის (მამული, ფოთი, ყვარელი, ფოთი) ყველა მატჩი პრინციპულია. ასე მოხდა დღესაც – პეგასი თითქმის მთელი თამაში ლიდერობდა, ფოთმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, მათმა ლიდერმა თათია გადელიამ კი 11 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად. პეგასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა მეკარე თინათინ ყაველაშვილმა.
ფოთელებს ახლა მეორე ადილი აქვთ დასაცავი ყვარლის გუნდთან და აუცილებლად უნდა მოიგონ. თამაში ოთხშაბათს გაიმართება გლდანის დარბაზში, ხოლო 17 აპრილს კიდევ ერთი პრინციპული ორთაბრძოლაა: მამული – ფოთი.
ფოტო: თინათინ ყაველაშვილი, პეგასი
1998-99. გოგონები. საქართველოს ჩემპიონატი.
დასკვნითი ტური. 14-17 აპრილი, გლდანი
15 აპრილი
ფოთი – პეგასი 16:17
ფოთი: ჯავახია – გადელია 11, ჭითანავა 3, ხურცილავა 1, სიხარულიძე 1, ფარცვანია, ყუფუნია, სურგულაძე
პეგასი: ყაველაშვილი, ჩაჩუა – მორჩაძე 4, ბერიძე 4, ჩოხელი 3, ვენეცკი 2, ჩოგოვაძე 2, გოგოხია 2, შოშიტაშვილი
ქარიშხალა – წყალტუბო 6:10
წყალტუბო – იმედი 12:9
მდგომარეობა: მამული – 21 ქულა (11 თამაშიდან), ყვარელი – 15 (10), ფოთი – 14 (9), პეგასი – 12 (11), წყალტუბო – 8 (9), ქარიშხალა – 2 (12), იმედი – 2 (12)
16 აპრილი
13:00 პეგასი – წყალტუბო
14:20 ფოთი – ყვარელი
17 აპრილი
13:00 ყვარელი – წყალტუბო
14:20 მამული – ფოთი
16:00 წყალტუბო – ფოთი