13/04/14 თბილისის ღია პირველობა პეგასმა მოიგო

გლდანში დასრულდა თბილისის ღია პირველობა 2000-01 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, რომელიც თბილისის ფედერაციამ მოაწყო. ოთხგუნდა ტურნირი მოიგო საქართველოს ჩემპიონმა პეგასმა, მეორე ადგილზე გავიდა გორი, მესამეზე – რუსთავი, ხოლო მეოთხეზე – ქარიშხალა.

თბილისის ღია პირველობა. ბიჭები, 2000-01

პეგასი – რუსთავი 34:23, გორი – ქარიშხალა 23:18, გორი – რუსთავი 28:24, პეგასი – ქარიშხალა 28:23, რუსთავი – ქარიშხალა 25:23, პეგასი – გორი 35:29.

პეგასი 6 ქულა, გორი 4, რუსთავი 2, ქარიშხალა 0.

 

Leave a Reply