გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს

ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში A და B ჯგუფებში რვა მატჩი გაიმართა და უამრავი გოლი გავიდა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული „ზაგრების“ ქართველი ლეგიონერის, გიორგი ცხოვრებაძის გოლი გამოდგა.

4 მარტს, ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა „ზაგრებმა“ პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს „ორლენ ვისლა პლოცკს“ ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და 26-34 დამარცხდა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს 6 ბურთი გაუტანა და 2 ასისტი შეასრულა… ამასობაში გამოვლინდა მე-13 ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული (CHAMPIONS LEAGUE TOP GOALS ROUND 13) და მათ შორის პირველი ადგილი ერგო გიორგი ცხოვრებაძეს.

“ზაგრები” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს 11 მარტს, დანიურ GOG-თან გასვლითი მატჩით დახურავს.

Leave a Reply