11/10/13 სტუ და ბათუმი დაწინაურდნენ

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. ორი დღის შემდეგ ლიდერობენ სტუ და ბათუმი.

დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ქუთაისსა და თბილისის პეგასს შორის გაიმართა. პეგასს აკლდა ტრავმირებული მოთამაშე მწვრთნელი, ლევან გელაშვილი ხოლო ქუთაისელებს დაემატათ ვეტერანი ალექსანდრე ბოყოჩაძე.

პირველ ტაიმში პეგასის უპირატესობა უდაო იყო – 21:16. მეორეში ქუთაისმა დევნა წამოიწყო. მთავარი მოვლენები ბოლო 10 წუთში განვითარდა. პეგასს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა, ხოლო ქუთაისელთა მწვრთნელმა გრიგოლ თავხელიძემ ბოლო წუთებში ორი ახალი ხელბურთელი ჩააბა თამაშში – კარლო მათნაძე და მეკარე დავით შიშინაშვილი. მათნაძემ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და სწორედ მან დააწინაურა პირველად ქუთაისი – 33:32, დასრულებამდე 7 წუთით ადრე. აქედან თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ქუთაისელები ერთხელ დაწინაურდნენ 2 ბურთით, მაგრამ ტიტე კალანდაძემ და და გიორგი დიხამინჯიამ გაათანაბრეს – 36:36, შემდეგ კი – 37:37.

ბოლო წუთი ყველაზე დრამატული გამოდგა. ჯერ პეგასის მეკარემ, ზურაბ ცინცაძემ მოიგერია მატჩის საუკეთესო მოთამაშის, გიორგი კვერნაძის (17 გოლი) შვიდმეტრიანი, თბილისელთა ბოლო შეტევაში კი ტიტე კალანდაძე გააძევეს, რის შემდეგაც პეგასმა უკანასკნელი შანსი ვერ გამოიყენა. ასე დაფიქსირდა ჩემპიონატის პირველი ფრე.

დღესვე ბათუმმა 33:24 დაამარცხა თელავი, სამტრედიამ – იმედი 34:24, ხოლო სტუ-მ – ჭაბუკთა ნაკრები – 21:18.

შაბათს ტურნირი სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება 14:30 საათიდან. საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

მეორე დღე, 11 ოქტომბერი. არენა

თელავი – ბათუმი 24:33

თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი – გ. სვიმონიშვილი 9, დიდებაშვილი 4, გიორგელაშვილი 4, ანდრიაშვილი 3, მღებრიშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 2, ი. სამიტაშვილი, იაგორაშვილი, (მწ. ა. ანდრიაშვილი)

ბათ: სამყურაშვილი – ჯორბენაძე 6, წივწივაძე 6, ხუნჯუა 4, გამზარდია 3, ქარდავა 3, ი. ნარსია 3, ვინოგრადსკი 3, ჭელიძე 2, მაისურაძე 2, გოგიჩაიშვილი 1, ყაველაშვილი, ჭანტურია, ქავთარაძე, წიტაიშვილი (მწ. მ. ჭანტურია)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

სამტრედია – იმედი 34:24

სამ: ხონელიძე – თევზაძე 9, გ. ნიკურაძე 7, წითელიშვილი 6, ავალიანი 6, გაგლოშვილი 3, ელგანდაშვილი 1, ხვიჩია 1, ჯ. ნიკურაძე 1, ხაჟომია, ზურაბიანი (მწ. გ. ხელისუფალი)

იმე: მღებრიშვილი, ლორია – გ. იობაშვილი 8, ალანია 4, გიორგაძე 4, ბეჟანიშვილი 2, გ. ხანდოლიშვილი 2, მძელური 2, თაბაგარი 1, ჩიკვილაძე 1, რუსტამოვი, წიკლაური, გოთოშია, ი. კალანდაძე, ჩაკვეტაძე, აბაშიძე (მწ. გ შარანგია)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

პეგასი – ქუთაისი 37:37

პეგ: ცინცაძე – ტ. კალანდაძე 9, დიხამინჯია 8, ლობჟანიძე 7, ქუთათელაძე 4, ბაძაღუა 4, დემეტრაშვილი 3, კოხრეიძე 2, ა. ცხვარაშვილი, აბულაძე, სახვაძე (მწ. ლ. გელაშვილი)

ქუთ: გულეიშვილი, შიშინაშვილი – გ. კვერნაძე 17, ბოყოჩაძე 7, ჟვანია 5, ჯუღელი 4, მათნაძე 3, მამასახლისი 1, ჩიხლაძე, კობახიძე, ი.კვერნაძე, ლომიძე, ახალაძე, ბახტურიძე, (მწ. გ. თავხელიძე)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ჭაბუკთა ნაკრები – სტუ 18:21

ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ზურაბიშვილი – კბილაშვილი 9, ბულბულაშვილი 4, ზ. იობაშვილი 2, არსენაშვილი 2, გაწერელია 1, ბაინაზაშვილი, ნაზღაიძე, მაისურაძე, გოგავა, ფერაძე, ბიბილეიშვილი, ჰუსეინოვი (მწ. დ. აბესაძე)

სტუ: ტორონჯაძე, ცერცვაძე ხიდეშელი – გრიშიკაშვილი 4, სიმონია 4, ამირანაშვილი 3, სტურუა 3, გოგალაძე 3, სურმავა 2, გოგოლაძე 1, არსენიშვილი 1, აბრამიშვილი, მსხვილიძე, ორჯონიკიძე (მწ. ი. კეკელიძე)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა

ბათუმი——–2 0 0 74-55 4

სტუ————2 0 0 62-52 4

ქუთაისი——-1 1 0 67-63 3

სამტრედია—-1 0 1 68-65 2

იმედი———-1 0 1 59-64 2

პეგასი———-0 1 1 68-78 1

ჭაბუკები——-0 0 2 48-56 0

თელავი——–0 0 2 50-63 0

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი – ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი – იმედი

17:10 სამტრედია – თელავი

18:30 სტუ – ქუთაისი

Leave a Reply