10/03/04 სენაკის ტური საინტერესოდ დაიწყო
სენაკის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური ხელბურთში. პირველ დღეს ორი დაძაბული მატჩი გაიმართა.
მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი ბათუმისა და სამტრედიის მატჩში ბათუმელებმა 20:14 მოიგეს პირველი ტაიმი, მაგრამ შესვენების შემდეგ სამტრედიამ გაიბრძოლა და საგრძნობლად შეამცირა სხვაობა, თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხა – ბათუმმა 30:28 მოიგო.
ჭაბუკთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ქუთაისის დამარცხებით ერთმაშად ორი ადგილით აინაცვლა ზემოთ. დიმიტრი აბესაძისა და გიორგი ქობელაშვილის გუნდმა ქუთაისელებს 35:27 მოუგო და მეტოქე ბოლო ადგილზე გაუშვა, თავად კი მეექვსეზე ავიდა.
სენაკში თამაშები კიდევ ორ დღეს გასტანს, ამის შემდეგ კი თბილისში დანარჩენი ოთხი გუნდი შეუდგება ასპარეზობას.
ფოტო: ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი დიმიტრი აბესაძე
ეროვნული ჩემპიონატი. სენაკი.10 მარტი
ბათუმი – სამტრედია 30:28
ბათუმი: სამყურაშვილი – გამზარდია 9, ჯორბენაძე 5, ქარდავა 4, უ. მაისურაძე 4, წივწივაძე 3, ნარსია 2, ხუნჯუა 2, ვინოგრადსკი 1, ყაველაშვილი, ჭელიძე, ჭანტურია, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი
სამტრედია: ჯანელიძე, გოგუა – წითელიშვილი 9, გ. ნიკურაძე 9, თევზაძე 6, ჟვანია 2, ხვიჩია 1, ღაღანიძე 1, გაგლოშვილი, ავალიანი, ხაჟომია, ელგანდაშვილი, ზურაბიანი, ბოცვაძე, ცხვარაძე
ქუთაისი – ჭაბუკთა ნაკრები 27:35
ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე – ჯუღელი 8, მათნაძე 7, უ. კობახიძე 3, ჩიხლაძე 2, ახალბედაშვილი 2, ტარუაშვილი 2, ძნელაძე 2, ახალაძე 1, ლომიძე, ბახტურიძე, მერკვილაძე, ტუღუში
ნაკრები: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ბულბულაშვილი 12, გაწერელია 6, კბილაშვილი 4, ნაზღაიძე 4, დოლმაზაშვილი 3, ნ. მაისურაძე 2, გოგავა 2, ზაალიშვილი 2, ბაინაზაშვილი, მამულაშვილი, არსენაშვილი, იობაშვილი
მსაჯები: ინა ჭკუასელი, ამირან კომახიძე. დელეგატი: ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ————–11-11-0-0-383-254-22
ბათუმი———12-10-0-2-487-372-20
სამტრედია—–12–6-0-6-432-417-12
იმედი———–11–6-0-5-335-364-12
პეგასი———–11–4-2-5-357-380-10
ჭაბუკები——–12–2-2-8-340-399–6
თელავი———11–2-1-8-289-329–5
ქუთაისი——–12–2-1-9-338-446–5
11 მარტი
15:00 ბათუმი – ჭაბუკთა ნაკრები
16:30 ქუთაისი – სამტრედია
12 მარტი
14:00 ქუთაისი – ბათუმი
15:30 ჭაბუკთა ნაკრები – სამტრედია