04/10/13 – თბილისსა და სენაკში
გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში ორ ასაკობრივ ჯგუფში: 1998–01 და 2000–01 წლებში დაბადებულ ბიჭებსა და გოგონებს შორის.
სენაკში დასრულდა პირველი ტური 2000–01 წლიანი ბიჭების დასავლეთ ჯგუფში. ოთხივე თამაში მოიგო ქუთაისმა, მეორე ადგილზეა სამტრედიის გუნდი, შემდგომ – ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი. ზუგდიდელებმა პირველი ორი მატჩი ითამაშეს, მომდევნო ორზე კი უსახსრობის გამო სენაკში ვერ ჩავიდნენ. სულ ამ კატეგორიაში სამ ჯგუფად განაწილებული 12 გუნდი თამაშობს. ჩემპიონი ორწრიან ტურნირში გამოვლინდება.
სპორტკომპლექს არენაში კი დაიწყო ზედა ასაკობრივი ჯგუფის, 1998–99 დაბადებულ გოგონათა პირველი ტური აღმოსავლეთ ჯგუფში. პირველი ორი დღის განმავლობაში ყველაზე საინტერესო გამოდგა ყვარლის გუნდისა და თბილისის პეგასის მატჩი, რომელიც კახელებმა მოიგეს – 14:13. ხვალიდან ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში გადადის და იქ კიდევ ორი საინტერესო თამაში გაიმართება: შაბათს, 13:00, ყვარელი–მამული და კვირას – 14:00, მამული–პეგასი. სულ ამ ტურნირზე 9 გუნდი თამაშობს და ჩემპიონი აქაც ორი წრის ჯამში გამოვლინდება.
საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი. თბილისში, 3–6 ოქტომბერს
3 ოქტომბერი: ქარიშხალა – მამული 4:22, იმედი – პეგასი 0:19, ქარიშხალა – ყვარელი 6:27
4. ოქტომბერი: მამული – იმედი 18:0, პეგასი – ყვარელი 13:14.
5 ოქტომბერი, 13 საათიდან: ყვარელი – მამული, პეგასი – ქარიშხალა, იმედი – ყვარელი
6 ოქტომბერი, 13 საათიდან: ქარიშხალა – იმედი, მამული – პეგასი
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 2000–01. დასავლეთი. სენაკში, 1–3 ოქტომბერს
ბათუმი – ქუთაისი 7:16, ფოთი – ზუგდიდი 14:13, სამტრედია – ბათუმი 13:13, ქუთაისი – ფოთი 22:8, ზუგდიდი – სამტრედია 13:21, ზუგდიდი – ბათუმი 0:10 (გამოუცხადებლობა), სამტრედია – ქუთაისი 17:18, ბათუმი – ფოთი 18:18, ქუთაისი – ზუგდიდი 10:0 (გამოუცხადებლობა), ფოთი – სამტრედია 13: 22.
მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0.
ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური